|
დასახელება:
გარე გაყიდვების წარმომადგენელი
|
| მომწოდებელი:
ომნია ჯორჯია
|
|
გამოქვეყნდა: 16 იანვარი
/ ბოლო ვადა: 16 თებერვალი
|
შპს "ომნია ჯორჯია" აცხადებს ვაკანსიას გარე გაყიდვების წარმომადგენლის პოზიციაზე.
ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, ისთ ფოინთი, ალექსანდრე თვალჭრელიძის ქ. №2
სამუშაო საათები: 12:00-20:00 საათამდე
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** უძრავი ქონების გაყიდვების სტრატეგიის შემუშავებაში მონაწილეობა;
** მოლაპარაკებების წარმოება;
** კლიენტების მოზიდვა და მათთან კომუნიკაციის შენარჩუნება;
** საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა დავალებების შესრულება.
სავალდებულო უნარ-ჩვევების ცოდნა და გამოცდილება:
** დამოუკიდებლად მუშაობისა უნარი;
** კომუნიკაციისა და მოლაპარაკების უნარები;
** აუცილებელია ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა (რუსული ენა ჩაითვლება უპირატესობად);
** მაღალი პასუხისმგებლობა და საქმისადმი კეთილსინდისიერი დამოკიდებულება;
** გუნდური მუშაობის უნარი;
ანაზღაურება: განისაზღვრება შეთანხმებით.
აპლიკაციის მიღება:
ამ პოზიციით დაინტერესებულ აპლიკანტებს, რომელთა კვალიფიკაცია შეესაბამება მოთხოვნებს, შეგიძლიათ გამოაგზავნოთ CV ქართულ ენაზე ელექტრონულ მისამართზე info@omnia.ge. გთხოვთ, თქვენი ელ-ფოსტის სათაურის ველში მიუთითოთ პოზიცია, რომელზეც აკეთებთ განაცხადს. გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
დამატებითი ინფორმაცია:
გაცნობებთ, რომ ჩვენ ვახორციელებთ კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ასევე შესაძლოა დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 10 წლის ვადით. იმ შემთხვევაში თუ არ გსურთ მონაცემთა შემდგომი დამუშავება, გსურთ მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, გთხოვთ მოგვმართეთ.
|
|
|
|