Робота для біженців з України
ფრენების უსაფრთხოების მართვის სისტემების მენეჯერის თანაშემწე
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ფრენების უსაფრთხოების მართვის სისტემების მენეჯერის თანაშემწე
მომწოდებელი: ჯორჯიან ეარვეის
გამოქვეყნდა: 16 იანვარი / ბოლო ვადა: 01 თებერვალი
ა/კ "საქართველოს ავიახაზებში" "Georgian Airlines" აცხადებს ვაკანსიას ფრენების უსაფრთხოების მართვის სისტემების მენეჯერის თანაშემწის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** უსაფრთხოების მენეჯერის დახმარება ყოველდღიურ საქმიანობაში;
** უსაფრთხოების ანგარიშების (ნებაყოფლობითი შეტყობინებები) მიღება, რეგისტრაცია და გადამუშავებაში მონაწილეობა;
** ოპერაციულ პერსონალთან კომუნიკაცია (საფრენოსნო ეკიპაჟი, ტექნიკური პერსონალი, მიწის მომსახურება) უსაფრთხოების საკითხებზე;
** უსაფრთხოების რეესტრებისა და ბაზების განახლება (მაკორექტირებელი ღონისძიებები, სტატუსების მონიტორინგი);
** უსაფრთხოების დოკუმენტაციის მომზადებაში დახმარება (ანგარიშები, ბიულეტენები, პროტოკოლები)
** შეხვედრების ორგანიზებაში დახმარება და ჩანაწერების გაკეთება (SRB, SQB და სხვა)
** უსაფრთხოების მონაცემების შეგროვება და გადაცემა უსაფრთხოების მენეჯერისთვის
** უსაფრთხოების ინფორმაციის გავრცელებაში მონაწილეობა (Safety Bulletin, Safety Notice)
** უსაფრთხოების მენეჯერის დავალებების შესრულება ინსტრუქციის შესაბამისად
** კონფიდენციალური ინფორმაციის დაცვა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (უპირატესობა მიენიჭება საავიაციო საინჟინრო ფაკულტეტის სტუდენტს, ან კურსდამთვრებულს);
** ინგილისურის ცოდნა არის საცალდებულო (რუსული ჩაითვლება პრიორიტეტად)
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (Microsoft Office)

შენიშვნა:

პოზიცია განკუთვნილია გამოცდილების არმქონე კანდიდატისთვისაც, რომელიც მუშაობს უსაფრთხოების მენეჯერის უშუალო ზედამხედველობით და საწყის ეტაპზე დამოუკიდებელი ანალიტიკური გადაწყვეტილებების მიღება არ მოითხოვება.

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** ხარისხზე, სიზუსტესა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
** ანალიტიკური და კრიტიკული აზროვნება;
** პუნქტუალურობა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის უნარი;
** სამუშოს დათქმულ ვადებში შესრულების უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** განვითარებაზე ორიენტირებული;
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი

დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ, გადმოაგზავნოთ თქვენი CV ქართულ ან ინგლისურ ენაზე, 2026 წლის 01 თებერვლამდე, შემდეგ ელ-ფოსტაზე: hr@georgian-airlines.com.

აუცილებელია ელექტრონული წერილის თემაში (Subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება და მიმაგრებულ ფაილზე მიუთითოთ სახელი, გვარი. კონკურსში მონაწილეობის მისაღებად დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე