Print | Close
https://jobs.ge//ge/ads/?id=694718&print=yes&view=jobs
 
საწყობის სუპერვაიზერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: საწყობის სუპერვაიზერი
მომწოდებელი: STREAM
გამოქვეყნდა: 16 იანვარი / ბოლო ვადა: 30 იანვარი
ვაცხადებთ ვაკანსიას საწყობის სუპერვაიზერის პოზიციაზე საერთაშორისო საწარმოსთვის.

ვაკანსიისთვის მივესალმებით კანდიდატებს, რომლებსაც აქვთ შესაბამისი ცოდნა და პრაქტიკული გამოცდილება, არიან ენერგიულები და კომუნიკაბელურები, გუნდზე ორიენტირებულები, ფლობენ გუნდის მართვის უნარებს და აქვთ მოტივაცია გუნდთან ერთად შექმნან, განავითარონ და გაიზიარონ საერთო წარმატება.

კომპანია თანამშრომლებს სთავაზობს სამედიცინო დაზღვევას, ტრანსპორტირებას, კვებას, მეგობრულ და განვითარებაზე ორიენტირებულ სამუშაო გარემოს.

სამუშაო ადგილი - თბილისი
სამუშაო განაკვეთი - სრული (ორშაბათი-პარასკევი) 08:30-17:30
ანაზღაურება - 2500 - 3500 ლარი (Gross); შეფასებაზე დაფუძნებული ბონუსური სისტემა (ანაზღაურებადი ზეგანაკვეთური საათები);
პოზიციის რანგი - დაბალი რგოლის ხელმძღვანელი პოზიცია
დაქვემდებარება - ექვემდებარება საწყობის მენეჯერს
ხელმძღვანელობა - საწყობის 5-დან 10-მდე თანამშრომელი

ძირითადი მოვალეობები:

** დაქვემდებარებული თანამშრომლების ყოველდღიური სამუშაოს დაგეგმვა და მართვა;
** საწყობში მიმდინარე საქმიანობების ხელმძღვანელობა და ზედამხედველობა;
** საქონლის მიღება/გაცემისა და მასთან დაკავშირებული საქმიანობების განხორციელება (დათვლა, შემოწმება, შეფუთვა, მონაცემების შეყვანა და სხვა);
** საქონლის შენახვა უჯრებსა და თაროებზე ხარისხისა და პროექტის მოთხოვნების შესაბამისად;
** პერიოდული ინვენტარიზაციის ჩატარება (ფიზიკური დათვლა);
** მარაგების მართვა, მათ შორის ვადაგასული პროდუქციის დამუშავება;
** დასრულებული საქონლის გაყიდვის პროცესის მართვა და აღრიცხვა
** საწყობში წესრიგისა და სისუფთავის უზრუნველყოფა;
** ანგარიშგებების მომზადება.

ძირითადი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** საწყობის მართვის სფეროში მინიმუმ ორწლიანი სამუშაო გამოცდილება;
** შრომის უსაფრთხოებისა და გარემოს დაცვის (EHS) სტანდარტებისა და პრინციპების ცოდნა;
** კომპიუტერული/საოფისე პროგრამების გამოყენების ცოდნა (MRP, ERP); Excel-ის და Word-ის საბაზისო დონეზე ცოდნა
** სატვირთო ამწის (Forklift) მართვის ლიცენზია ჩაითვლება უპირატესობად;
** ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა.

დაინტერესებულ პირებს ვთხოვთ გამოაგზავნონ რეზიუმე (CV) შემდეგ მისამართზე jobs@stream.com.ge არაუგვიანეს 30 იანვრისა.

შერჩევას ახორციელებს კომპანია STREAM (www.stream.com.ge)-ის რეკრუტინგის სამსახური.

შერჩეული კანდიდატები საბოლოო გასაუბრებას გაივლიან დამქირავებელ კომპანიასთან.
თქვენს მიერ გაგზავნილი პერსონალური მონაცემები დაექვემდებარება დამუშავებასა და შენახვას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია