Print | Close
https://jobs.ge//ge/ads/?id=694717&print=yes&view=jobs
 
შიდა აუდიტის სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: შიდა აუდიტის სპეციალისტი
მომწოდებელი: ექსპრეს ქსელი
გამოქვეყნდა: 16 იანვარი / ბოლო ვადა: 16 თებერვალი
შპს "ექსპრეს ქსელი" აცხადებს ვაკანსიებს შიდა აუდიტის სპეციალისტის პოზიციაზე.

შპს " ექსპრეს ქსელი" წარმოადგენს სუპერმარკეტების ქსელს, რომელიც მოიცავს 115-ზე მეტ ფილიალს საქართველოს მასშტაბით. კომპანია ორიენტირებულია მუდმივ განვითარებაზე და თანამშრომლებისათვის კონკურენტუნარიან სამუშაო პირობების შექმნაზე.

პირობები:

** სამუშაო ადგილი: თბილისი, რუსთავი და თბილისის შემოგარენი (30 ფილიალი)
** სახელფასო რეინჯი: 2000 (ნეტ) + საწვავი.
** გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 10:00-18:00, შაბათი 10:00-14:00

ჩვენ გთავაზობთ: სტაბილურ და მეგობრულ სამუშაო გარემოს;

ძირითადი მოვალეობები:

** ფილიალების მონიტორინგი.
** დარღვევების იდენტიფიცირება;
** ყოველდღიური რეპორტების მიწოდება უშუალო ხელმძღვანელისთვის;
** უშუალო ხელმძღვანელის მიერ გაცემული სხვა დავალებების შესრულება.

ძირითადი მოთხოვნები:

** პროფესიული ან უმაღლესი განათლება;
** მსგავსი მიმართულებით მუშაობის გამოცდილება
** საკუთარი ავტომობილი (B კატეგორიის მართვის მოწმობა)

პიროვნული მახასიათებლები:

** სწრაფად ადაპტაციის უნარი;
** ყურადღებიანი და დეტალებზე ორიენტირებული;
** ორგანიზებული;

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელმისამართზე: hr.info@expresschain.ge ან დაგვიკავშირდით: 577 23 97 66 (10:00 დან 18:00-მდე)

გთხოვთ, სათაურის ველში (Subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება "შიდა აუდიტის სპეციალისტი"

შპს "ექსპრეს ქსელი" მადლობას გიხდით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას!

შენიშვნა: თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შენახულ იქნას 1 წლის განმავლობაში. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია