|
დასახელება:
გაყიდვების უფროსი მენეჯერი
|
| მომწოდებელი:
ქარმოლი
|
|
გამოქვეყნდა: 16 იანვარი
/ ბოლო ვადა: 26 იანვარი
|
"Carmall" არის კომპანია, რომელიც აქტიურად ახორციელებს ავტომობილების იმპორტს ამერიკიდან და საქართველოში ქმნის ახალ, კომფორტულ სტანდარტს ავტომობილის შეძენის პროცესში.
გვჯერა, რომ თითოეულ თანამშრომელში იმალება დიდი პოტენციალი.
ჩვენ, როგორც მუდმივად განვითარებაზე ორიენტირებული გუნდი, ხელს ვუწყობთ ადამიანებს, გამოავლინონ თავიანთი საუკეთესო მხარე და აიმაღლონ საკუთარი სტანდარტები ყოველდღიურად.
ჩვენ ვეძებთ გამოცდილ და მოტივირებულ გაყიდვების უფროს მენეჯერს, რომელიც გახდება ჩვენი გუნდის მნიშვნელოვანი ნაწილი და აქტიურად ჩაერთვება გაყიდვების პროცესის განვითარებაში.
სამუშაო გრაფიკი: სრული;
ანაზღაურება: ფიქსირებული + ბონუსი;
მდებარეობა: თბილისი, გიორგი სააკაძის II გასასვლელი, N 4;
აუცილებელი მოთხოვნები:
** გაყიდვების სფეროში პრაქტიკული გამოცდილება;
** ავტომობილების მოდელების კარგი ცოდნა;
** მოლაპარაკებების წარმოებისა და კლიენტებთან ურთიერთობის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და შედეგზე ორიენტაცია;
** ორგანიზებულობა და გუნდური მუშაობის უნარი.
მოვალეობები:
** გაყიდვების პროცესის სრულფასოვანი მართვა;
** კლიენტებთან კონსულტაცია და შეთავაზებების მომზადება;
** გაყიდვების მიზნების შესრულება და ზრდა;
** ბაზრისა და მომხმარებლის მოთხოვნების ანალიზი.
ჩვენ გთავაზობთ:
** პროფესიულ განვითარებას;
** მეგობრულ და სტაბილურ სამუშაო გარემოს;
** კონკურენტულ ანაზღაურებას (ფიქსირებული + ბონუსი).
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ რეზიუმე შემდეგ ელ: მისამართზე: hr@carmall.ge (სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ, ვაკანსიის დასახელება).
განაცხადის მიღების ბოლო ვადა: 26.01.2026.
|
|
|
|