|
დასახელება:
კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი
|
| მომწოდებელი:
სმოტორსი
|
|
გამოქვეყნდა: 16 იანვარი
/ ბოლო ვადა: 16 თებერვალი
|
კომპანიის შესახებ:
კომპანია "SMOTORS"-ი 2001 წლიდან წარმატებით ახორციელებს ავტომობილების სათადარიგო ნაწილების, სპეც-ტექნიკის, სასოფლო-სამეურნეო მანქანების, ავტობუსების და მოპედების იმპორტს და დისტრიბუციას საქართველოს მთელს ტერიტორიაზე.
გარდა ამისა, ჩვენი კომპანია მომხმარებელს სთავაზობს რეალიზებული პროდუქციის თანმდევ სერვისს - ავტოტექმომსახურების სრულ ასორტიმენტს, უმაღლესი და მხოლოდ ევროპული ხარისხის საცხებ -საპოხ მასალებთან ერთად.
ჩვენ მუდამ ვზრუნავთ გუნდის წევრების აკადემიური და პროფესიული კვალიფიკაციის ამაღლებაზე, რათა ჩვენს მომხმარებელს შევთავაზოთ უმაღლესი სტანდარტის მომსახურება.შესაბამისად, კომპანიაში მუშაობა სწრაფი ტემპითა და მკაცრად განსაზღვრული დედლაინებით მიმდინარეობს, რისთვისაც შერჩეულ კანდიდატს მოეთხოვება: თვითდისციპლინა, ორგანიზებულობა, დროის ეფექტური მართვის უნარი.
დამატებითი ინფორმაციისთვის, გთხოვთ ეწვიეთ ჩვენს გვერდს: https://www.smotors.ge/
პოზიციის დასახელება: კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი.
მდებარეობა: თბილისი, ე. მაისურაძის №1.
სამუშაო გრაფიკი: სრული.
"SMOTORS" - ხარისხი დეტალებშია!
სამუშაოს მოკლე აღწერა:
** კორპორატიული კლიენტების მოძიება, მათი მოთხოვნების შესწავლა. მათთან მოლაპარაკებებისა და ხელშეკრულებების გაფორმების პროცესის მართვა გრძელვადიანი და სტრატეგიული ურთიერთობების ფორმირების მიზნით.
** არსებულ და პოტენციურ კლიენტებთან მუშაობა, ინფორმაციის მობილიზაცია და სისტემატიზაცია;
** მომხმარებლის მიერ დაყენებული მოთხოვნის/პრობლემის იდენტიფიცირება, შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებთან გადამისამართება და მოთხოვნის დროული შესრულების მონიტორინგი;
** გასაყიდი პროდუქციის შესწავლა და ანალიზი;
** ინდივიდუალური შეთავაზებების შემუშავება და კლიენტებისთვის შესაბამისი პრეზენტაციების წარდგენა;
** კორპორატიული გაყიდვების მიმართულებით არსებული ხარვეზების გამოვლენა და მენეჯმენტისთვის წარდგენა;
** სიახლეებისა და ცვლილებების შესახებ მომხმარებლის დროული ინფორმირება;
** საკუთარი პორტფელის მუდმივი მონიტორინგი; მარაგების რეგულარული კონტროლი.
** კონკურენტების მონიტორინგი და მათი პროდუქციის შეფასება.
** ხელმძღვანელისთვის ყოველდღიური რეპორტინგის წარმოება მიმდინარე გაყიდვებისა და ჩატარებული შეხვედრების შესახებ;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება.
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების საშუალო დონეზე ფლობა;
** გაყიდვების თანამედროვე ტენდენციების ცოდნა;
** სასურველია აღნიშნულ პოზიციაზე მუშაობის 1 წლიანი გამოცდილება;
** ინგლისური ან რუსული ენის ცოდნა საკომუნიკაციო დონეზე.
ჩვენ გთავაზობთ:
** მზრდად კომპანიას, დინამიური და განვითარებაზე ორიენტირებული გუნდით;
** სხვა წამახალისებელ ბენეფიტებს სამუშაოს შესრულების ხარისხსა და შედეგებზე დაყრდნობით.
თუ ფიქრობთ, რომ თქვენთვის ჩვენი ვაკანსია საინტერესოა და თქვენი შესაძლებლობები შეესაბამება განაცხადის მოთხოვნებს, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV) ელ. მისამართზე: cv@smotors.ge სათაურის ველში Subject აუცილებელია ვაკანსიის დასახელების მითითება.
კომპანია "SMOTORS"-ი უზრუნველყოფს თანაბარ შესაძლებლობებს ყველა კანდიდატისთვის მიუხედავად მათი სქესის, რელიგიური აღმსარებლობის, რასის, წარმომავლობისა თუ პოლიტიკური შეხედულებებისა.
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
გისურვებთ წარმატებას!
|
|
|
|