|
დასახელება:
უფროსი იურისტი
|
| მომწოდებელი:
Hash Bank
|
|
გამოქვეყნდა: 16 იანვარი
/ ბოლო ვადა: 16 თებერვალი
|
HashBank არის ციფრული ბანკი, სიახლე ქართულ ბაზარზე. Ჩვენი მიზანია შევქმნათ თანამედროვე, მომხმარებელზე ორიენტირებული, რევოლუციური პროდუქტი და შევცვალოთ წარმოდგენა საბანკო ინდუსტრიაზე.
ჩვენს გუნდში ვეძებთ გამოცდილ, მოტივირებულ, მაღალი სამუშაო ეთიკის მქონე ადამიანებს კორპორატიული კულტურის ძლიერი შეგრძნებით, რომლებიც მზად არიან ახალი გამოწვევებისთვის.
პოზიციის დასახელება: უფროსი იურისტი
სამუშაო პირობები: ოფისიდან, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 10:00-19:00
ძირითადი ფუნქციები:
** ბანკის საქმიანობის ფარგლებში ნებისმიერი დებულების/პროცედურის/პროცესის სამართლებრივი ანალიზი/მონიტორინგი და კანონმდებლობასთან შესაბამისობის უზრუნველყოფა;
** ბანკის სამართლებრივი შესაბამისობის უზრუნველყოფა, მათ შორის საკანონმდებლო ანალიზი და ბანკის კანონმდებლობასთან, მათ შორის მარეგულირებლის ნორმატიულ აქტებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა;
** ბანკის საბანკო საქმიანობის ფარგლებში ნებისმიერი პროდუქტის ან/და პროცესის (მაგ: იდენტიფიკაციის/ვერიფიკაციის, კლიენტების ონბორდინგის, კლიენტების საბანკო მომსახურების, პრეტენზიების მართვის და სხვა) სრული სამართლებრივი უზრუნველყოფა, მათ შორის, სამართლებრივი ანალიზი, შესაბამისი გარიგებების/პირობების შექმნა (ხელშეკრულებები, კლიენტების განაცხადები და ა.შ.) და ანალიზი, მარეგულირებელ ორგანოსთან შეთანხმების პროცესში მხარდაჭერა და უზრუნველყოფა, კანონმდებლობასთან და მარეგულირებლის სამართლებრივ აქტებთან შესაბამისობის სამართლებრივი დასკვნების მომზადება და სხვა;
** მომხმარებელთა პრეტენზიების ფარგლებში ბანკის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის მხარდაჭერა, მათ შორის პრეტენზიებზე პასუხის მომზადება, მარეგულირებეთან კომუნიკაცია და ა.შ.
** ბანკის შესაბამისობის უზრუნველყოფასთან დაკავშირებით სხვა ამოცანების შესრულება;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
განათლება:
** უმაღლესი იურიდიული განათლება, სასურველია მაგისტრის ხარისხი;
** საბანკო სექტორში იურისტად მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება
ცოდნა და გამოცდილება:
** იურიდიული პროცესების, პროცედურებისა და სტანდარტების დახვეწაზე მუშაობის გამოცდილება;
** ინგლისურ ენაზე (მინიმუმ B2) იურიდიულ დოკუმენტებთან მუშაობის გამოცდილება;
** საბანკო სამართლის, მათ შორის, საქართველოს ეროვნული ბანკის რეგულაციების საფუძვლიანი ცოდნა;
** საბანკო პროდუქტების შექმნასა და იმპლემენტაციაზე მუშაობის გამოცდილება;
პიროვნული მახასიათებლები:
** პასუხისმგებლიანობა;
** პუნქტუალურობა;
** გუნდურობა;
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV/რეზიუმე მოცემულ მისამართზე: career@hashbank.ge
განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 16 თებერვალი, 2026
დამატებითი ინფორმაცია:
გაცნობებთ, რომ სს "ჰეშ ბანკი" ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ასევე შესაძლოა დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 3 წლის ვადით.
კანდიდატის მიერ სს "ჰეშ ბანკისთვის" წარდგენილი განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემების დამუშავება მოხდება შრომითი ვალდებულებების და ურთიერთობის ხასიათიდან გამომდინარე, მათ შორის, დასაქმების თაობაზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების მიზნით.
იმ შემთხვევაში, თუ არ გსურთ მონაცემთა შემდგომი დამუშავება, გსურთ მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, გთხოვთ მოგვმართეთ შემდეგ ელ. ფოსტაზე: career@hashbank.ge
სს "ჰეშ ბანკი" კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ კანონის, შრომითი კანონმდებლობის მოთხოვნებისა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით. თქვენ მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ვარაუდის შემთხვევაში, გთხოვთ, მოგვმართოთ.
|
|
|
|