Робота для біженців з України
სერვის ტექნიკოსი - ბათუმი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სერვის ტექნიკოსი
მომწოდებელი: Kärcher
გამოქვეყნდა: 16 იანვარი / ბოლო ვადა: 16 თებერვალი
"კერხერ-საქართველო" წარმოადგენს დასუფთავების ტექნოლოგიის მსოფლიო ლიდერის, Alfred Karcher SE & Co.KG-ს ოფიციალურ წარმომადგენლობას საქართველოში, რომლის შოურუმებიც მდებარეობს თბილისში, ბათუმში, ქუთაისში, ზუგდიდსა და თელავში. იგი ასევე ზედამხედველობას უწევს კერხერის ოფიციალურ დილერებს და საცალო მაღაზიებს მთელი საქართველოს მასშტაბით.

"კერხერ-საქართველოს" გუნდი აცხადებს ვაკანსიას სერვის ტექნიკოსის პოზიციაზე (ბათუმი).

სამუშაო პირობები:

** სამუშაო ადგილი: ბათუმი, ბაგრატიონის 129;
** სამუშაო დრო: 10:00-დან 19:00-მდე;
** სამუშაო დღეების რაოდენობა: 5 (შაბათ-კვირა დასვენება).

სერვის ტექნიკოსის ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** პროდუქციის ტექნიკური მახასიათებლების დეტალური შესწავლა;
** სერვისში შემოსული ტექნიკის ანალიზი და შეკეთება;
** ელექტრო ტექნიკისა და მაღალი წნევის აპარატების შეკეთება;
** ტექნიკოსისთვის გამოყოფილი ხელსაწყოების, დანადგარების მოვლა - პატრონობის უზრუნველყოფა;

ძირითადი მოთხოვნები:

** სასურველია 1C პროგრამის ცოდნა საბაზისო დონეზე;
** MS Office პროგრამების ცოდნა;
** ინგლისური ან რუსული ენის ცოდნა;
** ტექნიკური ცოდნა ელექტრობის (სამ ფაზასთან მუშაობა), სანტექნიკის, გაგრილების სისტემების მიმართულებით;
** ტექნიკური განათლება ჩაითვლება უპირატესად;
** ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესად.

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** კომუნიკაბელობა და მომხმარებელზე ორიენტირებულობა;
** დაგეგმვისა და დროის ოპტიმალურად განაწილების უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** სიახლეებთან სწრაფად ადაპტაციის უნარი.

დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ რეზიუმე/CV მისამართზე: Karcher.Vacancies@gmail.com და გთხოვთ "subject"-ში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი განაცხადი არ განიხილება.

შპს "კერხერი"-ს მიერ გამოცხადებულ წინამდებარე ვაკანსიაზე გამოხმაურების შემთხვევაში, მათ შორის, თქვენი რეზიუმეს [CV] გამოგზავნით, თქვენ:

ეთანხმებით, რომ შპს "კერხერი" უფლებამოსილია, კანონმდებლობით დადგენილი წესით, მიზნით და ვადით დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები, რომელიც ავტომატურად ხვდება კომპანიის მონაცემთა ბაზაში და ინახება ერთი წლის განმავლობაში. ამასთანავე, თქვენი კანდიდატურა შესაძლებელია განხილულ იქნას შპს "კერხერი"-ს მიერ სხვა, მსგავს პოზიციაზე ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში.

გისურვებთ წარმატებებს!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე