Робота для біженців з України
ბიზნესის განვითარების მენეჯერი - Inbound ტურიზმი
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ბიზნესის განვითარების მენეჯერი - Inbound ტურიზმი
მომწოდებელი: de Medici Travel
გამოქვეყნდა: 16 იანვარი / ბოლო ვადა: 16 თებერვალი
"de Medici Travel" აცხადებს ვაკანსიას ბიზნესის განვითარების მენეჯერის (Inbound ტურიზმი) პოზიციაზე.

ლოკაცია: თბილისი
სამუშაოს ტიპი: სრული განაკვეთი (ორშაბათი - პარასკევი, 10:00 - 19:00)
ანაზღაურება: საწყისი ფიქსირებული ანაზღაურება — 1, 500 ₾ + შედეგზე ორიენტირებული, მაღალი საბონუსე სისტემა (საშუალო მინიმალური თვიური შემოსავალი — 2, 800 ₾)

ჩვენს შესახებ

ჩვენი კომპანია "de Medici Travel" წარმოადგენს საერთაშორისო ტურისტული ჰოლდინგის ოფიციალურ წარმომადგენლობას საქართველოში, რომელიც ემსახურება ვიზიტორებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან. კავკასიის ფილიალი ოპერირებს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, უზრუნველყოფს მაღალი ხარისხის მომსახურებას და ინდივიდუალურ მიდგომას თითოეული სტუმრის მიმართ.

სამუშაო მოვალეობები:

** ახალი უცხოური პარტნიორების მოძიება, მათთან მოლაპარაკებების წარმოება და თანამშრომლობის დაწყება წინასწარ განსაზღვრული ქვეყნების მიხედვით;
** ადგილობრივ სასტუმროებთან მოლაპარაკებების წარმოება ფასებისა და თანამშრომლობის პირობების შეთანხმების მიზნით;
** პარტნიორული ბაზის განახლება, მართვა და განვითარება;
** ადგილობრივი და გლობალური ბაზრების ანალიზი და ახალი ბიზნესშესაძლებლობების იდენტიფიკაცია;
** მარკეტინგისა და სტრატეგიული განვითარების გუნდებთან კოორდინაცია;
** საერთაშორისო გამოფენებსა და პროფესიულ შეხვედრებში მონაწილეობა.

მოთხოვნები კანდიდატისადმი:

** გამოცდილება ტურიზმის, სტუმარმასპინძლობის ან გაყიდვების სფეროში;
** ინგლისური ენის სრულყოფილად ან მაღალ დონეზე ცოდნა (წერილობითი და ზეპირი კომუნიკაცია);
** ძლიერი კომუნიკაციის, მოლაპარაკებების წარმოებისა და პარტნიორული ურთიერთობების ჩამოყალიბების უნარები;
** საოფისე პროგრამებისა (MS OFFICE / GOOGLE WORKSPACE / AI) და CRM სისტემებთან მუშაობის გამოცდილება;
** სტრატეგიული აზროვნების უნარი და შედეგზე ორიენტირებული მიდგომა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, პუნქტუალობა და კომპანიისადმი ლოიალურობა.

ჩვენ გთავაზობთ:

** კონკურენტუნარიან ანაზღაურებას და შედეგზე ორიენტირებულ, მაღალ საბონუსე სისტემას;
** სიცოცხლის დაზღვევას;
** პროფესიული განვითარების შესაძლებლობებს, მათ შორის ტრენინგებსა და კვალიფიკაციის ამაღლებას;
** საერთაშორისო კომპანიაში მუშაობის შესაძლებლობას;
** საქმიანი მოგზაურობებისა და საინტერესო პროფესიონალებთან თანამშრომლობის შესაძლებლობას.

როგორ შემოგვიერთდეთ:

გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი CV ელფოსტაზე: info@demedici-group.com

სათაურის ველში მიუთითეთ: "ბიზნესის განვითარების მენეჯერი".

სურვილის შემთხვევაში, შეგიძლიათ დაურთოთ სამოტივაციო წერილი ან მოგვაწოდოთ დამატებითი ინფორმაცია თქვენი პროფესიული გამოცდილების შესახებ.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე