|
დასახელება:
მთავარი ბუღალტერი
|
| მომწოდებელი:
Hualing International Special Economic Zone
|
|
გამოქვეყნდა: 16 იანვარი
/ ბოლო ვადა: 31 იანვარი
|
საერთაშორისო კომპანია "ჰუალინგ ჯგუფს" დეველოპერული პროექტების მართვის სფეროში 30 წლიანი გამოცდილება გააჩნია და მრავალი წარმატებული პროექტი აქვს განხორციელებული: საბითუმო და საცალო სავაჭრო ცენტრები, საცხოვრებელი კომპლექსები, სასტუმროების ქსელი, ხორც-პროდუქტების, ხე-ტყის, ქვის გადამამუშავებელი საწარმოები და სხვა.
"ჰუალინგ ჯგუფი" საქართველოში წარმოადგენს ერთ-ერთი ყველაზე დიდ საინვესტიციო კომპანიას, რომელიც 2007 წლიდან სამშენებლო, დეველოპერულ, საფინანსო და საწარმოო სფეროებში ოპერირებს. საქართველოში მის მიერ განხორციელებულ მასშტაბურ პროექტებს შორის "თბილისის ზღვის ახალი ქალაქი" გამოირჩევა, რომლის ფარგლებშიც ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის "თბილისი 2015" -ის ოლიმპიური სოფელი და ამიერკავკასიაში ყველაზე დიდი სავაჭრო ცენტრი "თბილისის ზღვის პლაზა" არის განთავსებული.
"ჰუალინგ ჯგუფის" წევრი კომპანია "Hualing International Special Economic Zone" აცხადებს ვაკანსიას მთავარი ბუღალტრის პოზიციაზე.
ფუნქციები:
** სრული საბუღალტრო აღრიცხვის ორგანიზება და წარმოება საერთაშორისო ფინანსური ანგარიშგების სტანდარტების (IFRS) შესაბამისად;
** ხარჯების დეტალური აღრიცხვა და პროდუქციის თვითღირებულების გაანგარიშება;
** მარაგების ინვენტარიზაციის დაგეგმვა, ჩატარება და შედეგების ასახვა IFRS-ის მოთხოვნების მიხედვით;
** ძირითადი საშუალებების აღრიცხვისა და კონტროლის უზრუნველყოფა საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით;
** ფინანსური ანგარიშგებების მომზადება;
** საგადასახადო აღრიცხვის წარმოება, საგადასახადო დეკლარაციების მომზადება და წარდგენა საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად;
** თანამშრომელთა ხელფასების დარიცხვა და ანგარიშგება.
** KPI სისტემის ადმინისტრირება
** ბონუსებისა და წახალისებების გამოთვლა დამტკიცებული KPI-ების საფუძველზე და ანგარიშგება
** სახელფასო ფონდის კონტროლი და ანალიზი
** შიდა კონტროლისა და საბუღალტრო პოლიტიკის შემუშავება და დანერგვა;
** აუდიტორებთან, საგადასახადო ორგანოებთან და პარტნიორებთან ეფექტური კომუნიკაცია.
მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება (ფინანსებისა და ბუღალტერიის მიმართულებით);
** IFRS სტანდარტებისა და საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის სიღრმისეული ცოდნა;
** MS Office პროგრამების ცოდნა;
** საბუღალტრო პროგრამებში მუშაობის გამოცდილება (1C ჩაითვლება უპირატესობად)
** მთავარი ბუღალტრის პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება;
** სასურველია ინგლისური ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა.
სამუშაო ადგილად განსაზღვრულია ოფისი - თბილისი, ჯუმბერ ლეჟავას N 22, ჰუალინგ პლაზა
სამუშაო განაკვეთი - სრული (ორშაბათი-პარასკევი) 09:30-18:30
დაინტერესებულ პირებს ვთხოვთ გამოაგზავნონ რეზიუმე (CV) შემდეგ მისამართზე: hr@hualing.ge 31 იანვრის ჩათვლით.
თქვენ მიერ გაგზავნილი პერსონალური მონაცემები დაექვემდებარება დამუშავებასა და შენახვას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.
გისურვებთ წარმატებას!
|
|
|
|