Робота для біженців з України
პროექტის მენეჯერი - ბაკურიანი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: პროექტის მენეჯერი
მომწოდებელი: ბაულაინ ინფრა
გამოქვეყნდა: 16 იანვარი / ბოლო ვადა: 16 თებერვალი
სამშენებლო კომპანია შპს "ბაულაინ ინფრა" მოღვაწეობს წყალსადენის, წყალარინების, მიწისქვეშა და საგზაო სამშენებლო სფეროში.

გვესაჭიროება: პროექტის მენეჯერი

ადგილმდებარეობა: ბაკურიანი

დამსაქმებლის მოთხოვნები:

** სამშენებლო სფეროში მინიმუმ 5 წლიანი გამოცდილება, კერძოდ საგზაო-სამშენებლო სფეროში (მიწისქვეშა კომუნიკაციები, წყალსადენის, წყალარინებისა და სანიაღვრე ქსელის მოწყობის სამუშაოები).
** უმაღლესი განათლება.
** მართვის მოწმობა.
** საოფისე პროგრამების ცოდნა (MS office).
** პასუხისმგებლობა, პუნქტუალურობა, დისციპლინა, გუნდური მუშაობისა და ამავე დროს შესრულების ხარისხის შეფასება/კონტროლის უნარი, მენეჯერული უნარები.

ანაზღაურება: 4500 ლარი + (შეთანხმებით)

დასაქმებულის ძირითადი მოვალეობები:

** სამშენებლო პროცესის დაგეგმვა, მართვა და კონტროლი.
** მიმდინარე და შესრულებული სამუშაოების ხარისხის კონტროლი.
** შესასრულებელი სამუშაოების გეგმები, ნახაზებისა და პროექტების შესწავლა, გადამოწმება.
** სამშენებლო ობიექტებზე ეტაპობრივად შესასრულებელი სამუშაოების შეჯამება, შესაბამისი ფაილების შექმნა და ყოველდღიური რეპორტინგი.
** შესასრულებელ სამუშაოთა შესრულების ვადების განსაზღვრა, სამშენებლო-სარემონტო ობიექტზე გახარჯული სხვადასხვა სამშენებლო მასალის და ინვენტარის ხარჯვის კონტროლი და ამ ხარჯვითი ნაწილის სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტებისა და ზოგადად, დადგენილ ხარჯვით ნორმებთან შესაბამისობის დადგენა.
** სამუშაო ჯგუფების მართვა.
** დასაქმებული გაივლის 2 კვირიან შიდა ტრენინგს კომპეტენტურ პირთან ერთად.

პირებს, რომლებიც აკმაყოფილებენ მოთხოვნებს, შეუძლიათ გამოგზავნონ CV ელექტრონულ ფოსტაზე: info@bauline.ge
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე