Print | Close
https://jobs.ge//ge/ads/?id=694538&print=yes&view=jobs
 
ტენდერი შინმოვლისა და საგანმანათლებლო სერვისების კვლევაზე
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ტენდერი შინმოვლისა და საგანმანათლებლო სერვისების კვლევაზე
მომწოდებელი: საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება
გამოქვეყნდა: 15 იანვარი / ბოლო ვადა: 26 იანვარი
"საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება" აცხადებს ტენდერს - შინმოვლისა და საგანმანათლებლო სერვისების კვლევა.

1. ზოგადი ინფორმაცია

"საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება" (სწჯს), ჯანმრთელი დაბერების სტრატეგიული მიმართულების ფარგლებში, ახორციელებს საქმიანობას ხანდაზმულთა და მზრუნველობის საჭიროების მქონე პირთათვის ხარისხიანი და ხელმისაწვდომი შინმოვლის სერვისების განვითარების მიზნით.
ორგანიზაცია გეგმავს არსებული მომსახურებების შეფასებას, სერვისების გაფართოების შესაძლებლობების განსაზღვრას და მტკიცებულებაზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მიღებას. აღნიშნული მიზნების მისაღწევად სწჯს ატარებს შინმოვლისა და შესაბამისი საგანმანათლებლო სერვისების კვლევას.

კვლევის შედეგები გამოყენებული იქნება:

** მომსახურების მოდელების გაუმჯობესებისთვის
** ახალი სერვისებისა და გეოგრაფიული გაფართოების დასაგეგმად
** პარტნიორული პოლიტიკის გასაძლიერებლად
** შინმოვლის სასწავლო ცენტრის ჩამოსაყალიბებლად

2. კვლევის მიზანი

კვლევის მიზანია სწჯს-ს მიაწოდოს მტკიცებულებაზე დაფუძნებული ანალიზი და რეკომენდაციები:

** შინმოვლის არსებული ეკოსისტემის, მომსახურების ხარვეზებისა და მოთხოვნის შესახებ
** სწჯს-ის სერვისების ფინანსური და ოპერაციული სიცოცხლისუნარიანობის შესახებ
** ორგანიზაციის ზრდისა და ადვოკატირების სტრატეგიული მიმართულებების შესახებ
** შინმოვლისა და პერსონალური ასისტირების ტრენინგების დანერგვის შესაძლებლობის შესახებ

3. სამუშაოს მოცულობა

კვლევა მოიცავს შემდეგ კომპონენტებს:

3.1 შინმოვლის ეკოსისტემისა და სერვის ხარვეზების შეფასება

კონსულტანტი ვალდებულია:

3.1.1 იდენტიფიციროს და მოახდინოს შინმოვლის სერვისის მიმწოდებლების რუკირება (ორგანიზაციები და ინდივიდუალური მომვლელები) თბილისში და რეგიონებში, მათ შორის: გეოგრაფიული დაფარვა, სერვისების ტიპები, ფასები
3.1.2 შეაფასოს პოტენციური ბენეფიციარები (ხანდაზმულები, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, პოსტჰოსპიტალური პაციენტები), დემოგრაფიული და სოციალურ-ეკონომიკური ფაქტორების გათვალისწინებით.
3.1.3 გამოავლინოს სერვისების ხარვეზები, განსაკუთრებით სოფლად და დაუცველ რეგიონებში.
3.2 ფინანსური სიცოცხლისუნარიანობისა და სერვისების ფიზიბილობის შეფასება
კონსულტანტი ვალდებულია:
3.2.1 გააანალიზოს ფასების შესაძლო მოდელები და სერვის პაკეტები.
3.2.2 შეაფასოს მომხმარებელთა გადახდისუნარიანობა და მზაობა.
3.2.3 შეაფასოს სწჯს-ს არსებული მოდელის გაფართოების ფინანსური და ოპერაციული შესაძლებლობები.
3.3 ზრდისა და ადვოკატირების სტრატეგიული რეკომენდაციები

კონსულტანტი ვალდებულია:

3.3.1 შეიმუშაოს რეკომენდაციები მომსახურების ეფექტიანობის გაუმჯობესებისთვის.
3.3.2 განსაზღვროს პოტენციური პარტნიორობები (მუნიციპალიტეტები, სასწავლო დაწესებულებები, ჯანდაცვის სექტორი).
3.3.3 წარმოადგინოს სწჯს-ს პოზიციონირების სტრატეგია როგორც წამყვანი შინმოვლის პროვაიდერისთვის.
3.4 შინმოვლისა და პერსონალური ასისტირების სასწავლო სერვისების ფიზიბილობა

კონსულტანტი ვალდებულია:

3.4.1 შეაფასოს ტრენინგების მოთხოვნა პროფესიონალებისა და ნახევრად პროფესიონალებისთვის.
3.4.2 გააანალიზოს საქართველოში არსებული სასწავლო პროგრამები და ხარვეზები.
3.4.3 განსაზღვროს სამიზნე ჯგუფები და მათი გადახდისუნარიანობა.
3.4.4 შეაფასოს პარტნიორობების შესაძლებლობები.
3.4.5 შეიმუშაოს ფასების პოლიტიკა ბაზრის კვლევის საფუძველზე.

4. მეთოდოლოგია

კვლევის მეთოდოლოგიას განსაზღვრავს კონსულტანტი და წარადგენს თავდაპირველ ანგარიშში.

5. კონსულტანტმა უნდა წარმოადგინოს:

** პირველადი ანგარიში
** შუალედური ანგარიში
** საბოლოო ანგარიში

6. ვადები და სამუშაო რეჟიმი

კონსულტანტი წარადგენს სამუშაო გრაფიკს. მუშაობა განხორციელდება სწჯს-ისა და შვეიცარიის წითელი ჯვრის კოორდინაციით.

7. საკვალიფიკაციო მოთხოვნები

კონსულტანტს უნდა ჰქონდეს:

** 5 წელზე მეტი გამოცდილება ჯანდაცვის, სოციალური დაცვის, შრომისა და ადამიანური კაპიტალის განვითარების სექტორებში
** 5 წელზე მეტი გამოცდილება ფიზიბილობის კვლევების, ბიზნეს-მოდელების, ღირებულების ჯაჭვის ანალიზისა და ბაზრის კვლევების მიმართულებით
** ინგლისურის სრულყოფილი ცოდნა და საერთაშორისო სტანდარტებზე მორგებული ანგარიშგება
** ძლიერი ანალიტიკური და ანგარიშგების უნარები

8. ანგარიშგება

კონსულტანტი ანგარიშვალდებულია სწჯს-ის შინმოვლის პროექტის გუნდთან.

9. განაცხადის წარდგენა

პრეტენდენტის სატენდერო წინადადება უნდა შეიცავდეს:

** რეზიუმე
** ტექნიკური წინადადება
** სამუშაო გრაფიკი
** ფინანსური შეთავაზება

წარმოდგენილი დოკუმენტაცია უნდა იყოს დამოწმებული პრეტენდენტის ბეჭდით (იურიდიული პირის შემთხვევაში) და უფლებამოსილი პირის ხელმოწერით.

სატენდერო წინადადება უნდა იყოს შევსებული ქართულ ენაზე და წარმოდგენილი ერთ დახურულ კონვერტში არაუგვიანეს 2026 წლის 26 იანვრის 18:00 საათი (გამოცხადდა 2026 წლის 15 იანვარს).

შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი, ვაზისუბნის ქ. N71 საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების ცენტრალური ოფისი.

დამატებითი ინფორმაციის მიღება შესაძლებელია მობ: 577 230002 ზურაბ თუთარაშვილი, ლოჯისტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელი.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია