Print | Close
https://jobs.ge//ge/ads/?id=694524&print=yes&view=jobs
 
ცხელი ხაზის ოპერატორი - ბათუმი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ცხელი ხაზის ოპერატორი
მომწოდებელი: მედცენტრი
გამოქვეყნდა: 15 იანვარი / ბოლო ვადა: 15 თებერვალი
შპს მაღალტექნოლოგიური ჰოსპიტალი "მედცენტრი" - ბათუმის რეფერალური ჰოსპიტალი აცხადებს ვაკანსიას ცხელი ხაზის ოპერატორის პოზიციაზე.

ფუნქცია-მოვალეობები:

** მომხმარებლებთან, სატელეფონო კომუნიკაცია; კომპანიის მომსახურების სტანდარტების დაცვა;
** სატელეფონო ცენტრში შემოსული ზარების პასუხი;
** მომხმარებლებისთვის ზოგადი ინფორმაციის მიწოდება (კომპანიაზე, სერვისებზე, სამუშაო საათებზე და სხვა);
** საჭიროების შემთხვევაში მომხმარებლის გადამისამართება პროცედურის დაცვით;
** პაციენტების ექიმებთან, სპეციალისტებთან ჩაწერა და ვიზიტის პროგრამაში დაფიქსირება;
** პრობლემური სიტუაციების მართვა და სხვა პასუხისმგებელი პირების დროული ინფორმირება;

პასუხისმგებლობები:

** მომხმარებლებთან კომპანიის პროცედურების და მომსახურების სტანდარტების დაცვით ურთიერთობა;
** მომხმარებლებისთვის სწორი/გადამოწმებული ინფორმაციის დროულად მიწოდება;
** შემოსულ ზარებზე პასუხის დროულად გაცემა;
** კონფლიქტური სიტუაციების მართვა;
** უზრუნველყოს დაკისრებული ფუნქციების ჯეროვნად შესრულება;
** ფუნქციების განხორციელებისას არ გაამჟღავნოს კომპანიაში არსებული ინფორმაცია, რომელიც შეიცავს კომერციულ ან/და პირად საიდუმლოს;
** კონფიდენციალური ინფორმაციის დაცვა;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** ინგლისური და რუსული ენის სასაუბრო დონეზე ცოდნა;
** საოფისე პროგრამების სამომხმარებლო დონეზე ცოდნა.

პროფესიული უნარ-ჩვევები:

** პუნქტუალურობა და ორგანიზებულობა;
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
** დეტალებსა და შედეგებზე ორიენტირებული;
** კომუნიკაბელურობა და გამართულად მეტყველების უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი.

სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი. 09:00-18:00

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე აღნიშნულ ელ. ფოსტაზე: khozrevanidzem@brh.ge; სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

გაცნობებთ, რომ კომპანია "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას.

ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ასევე შესაძლოა დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 3 წლის ვადით.
იმ შემთხვევაში თუ არ გსურთ მონაცემთა შემდგომი დამუშავება ან გსურთ არსებული მონაცემების ცვლილება/წაშლა, გთხოვთ მოგვმართოთ.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია