|
დასახელება:
მითერი/კოორდინატორი
|
| მომწოდებელი:
მედცენტრი
|
|
გამოქვეყნდა: 15 იანვარი
/ ბოლო ვადა: 15 თებერვალი
|
შპს მაღალტექნოლოგიური ჰოსპიტალი "მედცენტრი" - ბათუმის რეფერალური ჰოსპიტალი აცხადებს ვაკანსიას მითერის (კოორდინატორის) პოზიციაზე.
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი. 09:00-18:00
მითერის პოზიციაზე:
** პაციენტების დაკვალიანება პირველადი ინფორმაციის მიწოდებით;
** პაციენტის ინფორმირება კლინიკაში არსებული სერვისების შესახებ;
** პაციენტთა რიგების მართვა;
** სხვა ფუნქცია-მოვალეობების შესრულება უშუალო ხელმძღვანელის დავალების შესაბამისად.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** აუცილებელია უმაღლესი განათლება;
** სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** ინგლისური და რუსული ენის სასაუბრო დონეზე ცოდნა;
** საოფისე პროგრამების სამომხმარებლო დონეზე ცოდნა.
პროფესიული უნარ-ჩვევები:
** პუნქტუალურობა და ორგანიზებულობა;
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
** დეტალებსა და შედეგებზე ორიენტირებული;
** კომუნიკაბელურობა და გამართულად მეტყველების უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი.
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე აღნიშნულ ელ. ფოსტაზე: khozrevanidzem@brh.ge; სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
გაცნობებთ, რომ კომპანია "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას.
ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ასევე შესაძლოა დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 3 წლის ვადით.
იმ შემთხვევაში თუ არ გსურთ მონაცემთა შემდგომი დამუშავება ან გსურთ არსებული მონაცემების ცვლილება/წაშლა, გთხოვთ მოგვმართოთ.
გისურვებთ წარმატებას!
|
|
|
|