|
დასახელება:
არამედიკამენტ. შეკვეთების და მომარაგების სამსახ. სპეციალისტი
|
| მომწოდებელი:
ავერსი-ფარმა
|
|
გამოქვეყნდა: 15 იანვარი
/ ბოლო ვადა: 10 თებერვალი
|
შპს "ავერსი-ფარმა" აცხადებს ვაკანსიას არამედიკამენტების შეკვეთების და მომარაგების სამსახურის სპეციალისტის პოზიციაზე
ძირითადი მოვალეობები:
** ABM Inventory Management System-ისა და ERP სისტემების გამოყენება მარაგებისა და შეკვეთების ოპტიმალური მართვისთვის;
** მომწოდებლებთან შეკვეთების მომზადება, საჭირო რაოდენობების განსაზღვრა და კომერციულ სამსახურთან კოორდინაცია;
** გაყიდვებისა და მარაგების ანალიტიკური მონაცემების დამუშავება, მოთხოვნის პროგნოზირება;
** ხელმძღვანელობისთვის რეკომენდაციების მომზადება შეკვეთების მოცულობებისა და ვადების შესახებ;
** მომწოდებლების შესრულების შეფასება და შესაბამისი ანგარიშგების მომზადება;
** ERP სისტემაში ფინანსური და გაყიდვების მონაცემების ანალიზი;
** ოპერაციული პროცესების ეფექტურობის გაუმჯობესება და ავტომატიზაციის მხარდაჭერა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება (სასურველია ბიზნესის ადმინისტრირება, ეკონომიკა ან შესაბამისი მიმართულება);
** გამოცდილება მარაგების, შეკვეთების ან ლოჯისტიკის მართვის სფეროში ჩაითვლება უპირატესობად;
** სასურველია ABM Inventory ან ERP სისტემების მუშაობის გამოცდილება;
** ინგლისური ენის ცოდნა (წერითისა და ვერბალური კომუნიკაციის უნარი);
** ანალიტიკური აზროვნება და მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მიღების უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა, ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.
განაცხადის შემოტანის ბოლო ვადა: 10.02.2026 წელი.
ტელ: 2 506 506 (შიდა ნომერი 1576); 557577442
შენიშვნა: წინამდებარე ვაკანსიისათვის პირის (შემდგომში: კანდიდატი) მიერ CV-სა და დამატებითი დოკუმენტაციის წარდგენა ნებისმიერი სახით (ფიზიკურად ან/და ელექტრონული საშუალებით), გულისხმობს პირის მიერ პერსონალური მონაცემების დამსაქმებელისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. CV-ში მოცემული პერსონალური მონაცემები დამსაქმებელის მიერ დამუშავებულ/შენახულ იქნება მხოლოდ გამოცხადებული ვაკანსიისათვის კანდიდატის შერჩევის მიზნით, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში, ასევე შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე. დამსაქმებლის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ. დამსაქმებელი კანდიდატის მონაცემების დასამუშავებლად, ასევე, იყენებს პროვაიდერი კომპანიის პროგრამულ უზრუნველყოფას.
კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება 2 თვის ვადით, ელექტრონული ან/და ამობეჭდილი სახით. დამსაქმებელი იღებს ვალდებულებას დაიცვას კანდიდატის პერსონალური მონაცემების კონფიდენციალურობა და უსაფრთხოება, მათ შორის, უნებართვო ან/და უკანონო დამუშავებისგან, შემთხვევითი დაკარგვისგან, განადგურებისგან ან/და დაზიანებისგან.
ვაკანსიის დეტალურად სანახავად და აპლიკაციის გამოსაგზავნად, მიჰყევით ბმულს: https://wrk.ge/iJGRiwgxhD
|
|
|
|