Print | Close
https://jobs.ge//ge/ads/?id=694488&print=yes&view=jobs
 
ზედამხედველი - ფოთი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ზედამხედველი
მომწოდებელი: ახალი ქსელები
გამოქვეყნდა: 15 იანვარი / ბოლო ვადა: 15 თებერვალი
შპს "ახალი ქსელები" აცხადებს ვაკანსიას ზედამხედველის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: ქ. ფოთი
განაკვეთი: სრული
ანაზღაურება: 870 ლარი

ძირითადი მოვალეობები:

** მაგისტრალური ქსელის სრული შემოვლების განხორციელება, გამოვლენილი ხარვეზების შესაბამის სამსახურებთან ინფორმირება;
** შემოსული კორესპონდენციის ფარგლებში მაგისტრალური ქსელის მონიტორინგი და შესაბამისი რეაგირებების განხორციელება;
** მაგისტრალური კაბელის დაზიანების შემთხვევაში დაზიანებული მონაკვეთის პოვნა და დაზიანების აღდგენაში მონაწილეობის მიღება, დაზიანების აქტის შედგენა;
** კაბელის აღმნიშვნელი ბოძების მდგომარეობის რეგულარული კონტროლი და მათი სათანადო მდგომარეობაში ყოფნის უზრუნველყოფა;
** კერძო და სახელმწიფო სტრუქტურებთან ურთიერთობა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ქართული ენის სრულყოფილი ცოდნა;
** B კატეგორიის მართვის მოწმობის ქონა;
** მაგისტრალური ქსელის სამონტაჟო სქემების გარჩევა;

აუცილებელი უნარ-ჩვევები:

** გამართული მეტყველება;
** მომხმარებელზე და მომსახურებაზე ორიენტირებულობა;
** სამუშაოს დაგეგმვის და ორგანიზების უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** ორგანიზებულობა.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, CV/ან საკონტაქტო ინფორმაცია (სახელი, გვარი, ტელეფონის ნომერი) გამოაგზავნოთ შემდეგ მისამართზე: vacancy@ak.ge. გთხოვთ, დანიშნულების ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება - ზედამხედველი (ფოთი).

გაცნობებთ, რომ თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები შპს "ახალი ქსელები" - ს მხრიდან დამუშავდება დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. შესაძლებელია დამსაქმებელმა თქვენი კანდიდატურა განიხილოს სხვა ვაკანტური პოზიციისთვის.

შპს "ახალი ქსელები" მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია