Print | Close
https://jobs.ge//ge/ads/?id=694428&print=yes&view=jobs
 
ღვინის ლაბორანტის უფროსი - ვაჩნაძიანი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ღვინის ლაბორანტის უფროსი
მომწოდებელი: მეღვინეობა ხარება
გამოქვეყნდა: 15 იანვარი / ბოლო ვადა: 15 თებერვალი
ღვინის მწარმოებელი კომპანია "მეღვინეობა ხარება" უძველეს ტრადიციებზეა დაფუძნებული. კომპანია მუშაობს ვაზის უნიკალური კულტურის შენარჩუნებასა და ღვინის წარმოებაზე, როგორც უძველესი მეთოდით, ასევე უახლესი ტექნოლოგიებით.

კომპანიას პირად საკუთრებაშია 1500 ჰექტარი მიწა, რომელზეც გაშენებულია უნიკალური ქართული და ევროპული ვაზის ჯიშები, საიდანაც შესაბამისად მზადდება მაღალი ხარისხის ღვინოები. ღვინოების წარმოება ხდება აღმოსავლეთში - კერძოდ კახეთში და დასავლეთში - იმერეთში, სამეგრელოში, რაჭასა და ლეჩხუმში.

შპს "მეღვინეობა ხარება" აცხადებს ვაკანსიას ღვინის ლაბორანტის უფროსის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: ვაჩნაძიანის მარანი (კახეთი)
ანაზღაურება: 6 თვე 2000 ლარი, ხოლო შემდეგ 2500 ლარი.

ძირითადი ფუნქცია მოვალეობები:

** ლაბორატორიის გამართულად მუშაობის პროცესის უზრუნველყოფა.
** მიკრო კლიმატური და სხვა სამუშაო პარამეტრების კონტროლი;
** ლაბორატორიული დანადგარების/მოწყობილობების სისუფთავის უზრუნველყოფა/კონტროლი;
** ხელსაწყოების სამუშაო რეჟიმში მოყვანა/კონტროლი;
** ანალიზის ჩატარების თანმიმდევრობის დაგეგმვა და განხორციელების კონტროლი;
** სინჯის ასაღები ჭურჭლის და ხელსაწყოების მომზადება;
** სინჯის აღება, სტანდარტული შიდა ნორმატიული მეთოდებისა და უსაფრთხოების წესების დაცვით;
** სინჯის იდენტიფიკაცია;
** სინჯების განსაზღვრული პარამეტრების მიხედვით განაწილება;
** ჩანაწერების და აქტების წარმოება;
** მიღებული შედეგების შეფასება;
** ოქმის შედგენა;
** საჭიროების შემთხვევაში საკონტროლო ანალიზის შესრულება;
** დანადგარის გამართულობის შემოწმება/კონტროლი;
** ანალიზის შესაბამისი მეთოდების შერჩევა;
** სურსათის უვნებლობის, ქცევის და ჰიგიენის წესების დაცვა;
** უსაფრთხოების წესების დაცვა;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარები:

** აღნიშნულ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** ლაბორატორიაში მუშაობის უსაფრთხოების წესების ცოდნა;
** ქიმიური რეაქტივების კლასიფიკაციის ცოდნა;
** ჭურჭლის რეცხვის და დამუშავების წესების ცოდნა;
** ხელსაწყოების ჩართვის და მოხმარების წესების ცოდნა;
** ლაბორატორიის დასუფთავების ინსტრუქციის ცოდნა;
** სინჯების კლასიფიკაციის ცოდნა;
** სინჯების აღების მეთოდების ცოდნა;
** სინჯის აღების უსაფრთხოების წესების ცოდნა;
** ანალიზისთვის საჭირო მასალების, რეაქტივების, ხსნარების თვისებები, მახასიათებლები, ვადები და შენახვის წესების ცოდნა;
** პირველადი სამედიცინო დახმარების წესების ცოდნა;

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** გუნდური მუშაობის უნარი,
** დეტალებზე ორიენტირებული;
** სწრაფად რეაგირების უნარი
** ყურადღებიანი;
** კეთილსინდისიერი;

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე: vacancy@winerykhareba.com. გთხოვთ სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "ღვინის ლაბორატორიის უფროსი".

მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისთვის და გაცნობებთ, რომ, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, საქართველოს კანონის "პერსონალური მონაცემთა დაცვის შესახებ" შესაბამისად ექვემდებარება შენახვა-დამუშავებას 1 წლის განმავლობაში.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია