Робота для біженців з України
პრისელერი - გურჯაანი / ახმეტა
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: პრისელერი
მომწოდებელი: დაგი 2010
გამოქვეყნდა: 15 იანვარი / ბოლო ვადა: 15 თებერვალი
"დაგი 2010" აცხადებს ვაკანსიას პრისელერის თანამდებობაზე.

მდებარეობა: გურჯაანი/ახმეტა

ძირითადი მოვალეობა:

** თავის სავაჭრო არხზე კომპანიის პროდუქტების გაყიდვების გაზრდა;
** სავაჭრო ობიექტებში - კომუნიკაცია ახალი პროდუქციის გამოშვებასთან, ფასების ცვლილებებსა და პრომო კამპანიებთან დაკავშირებით, კომპანიის წესების შესაბამისად;
** წინასწარ დაგეგმილი ვიზიტების განსაკუთრებულ/მნიშვნელოვან კლიენტებთან, გაყიდვების სუპერვაიზერის მიერ გაცემული ინსტრუქციების შესაბამისად;
** ინფორმაციის მოძიება ტერიტორიაზე არსებული (აქტიური და პოტენციურად აქტიური) მომხმარებლების შესახებ;
** ხარისხთან დაკავშირებული პრეტენზიების მართვა, პასუხების მიწოდება უმოკლეს ვადებში და პრობლემების ეფექტური გადაჭრა;
** კომპანიის მიერ შედგენილი მარშრუტის შესრულება და მაქსიმალური რაოდენობის შეკვეთების აღება კომპანიის პოლიტიკის შესაბამისად;
** კომპანიის მიერ გადაცემული მარკეტინგული მოწყობილობების მართვა, შესაბამისი

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** გაყიდვების სფეროში მუშაობის გამოცდილება;
** სავალდებულოა B კატეგორიის მართვის მოწმობა და პირადი ავტომობილი

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** შედეგებზე ორიენტირებულობა;
** პასუხისმგებლობიანობა;
** გუნდური მუშაობის უნარი.

ანაზღაურება და ბენეფიტები:

** ფიქსირებული ანაზღაურება + ბონუსი;
** საწვავი;
** კორპორაციული სამედიცინო დაზღვევა (სტანდარტული პაკეტი);
** კორპორაციული SIM ბარათი;
** მმართველი რგოლის მუდმივი მხარდაჭერა

დაინტერესების შემთხვევაში, გამოგვიგზავნეთ რეზიუმე lanaaxalkaci18@gmail.com

T -577650445
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე