Print | Close
https://jobs.ge//ge/ads/?id=694321&print=yes&view=jobs
 
საოპერაციო განყოფილების ასისტენტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: საოპერაციო განყოფილების ასისტენტი
მომწოდებელი: ვი დუ
გამოქვეყნდა: 15 იანვარი / ბოლო ვადა: 15 თებერვალი
კომპანია "ვიდუ" დაფუძნდა 2020 წელს და დროის მცირე მონაკვეთში სამშენებლო ბაზრის ერთ-ერთ კონკურენტულ ფიგურად იქცა. საკმაოდ დიდი გამოცდილების და სწორი მენეჯმენტის საფუძველზე კომპანიამ ადვილად მოიპოვა მომხმარებლის ნდობა და ბაზრის სოლიდარული წილი.

"ვიდუ" მომხმარებელს სთავაზობს სამშენებლო სამუშაოებთან დაკავშირებულ მომსახურებას, საფასადე და ინტერიერის საღებავებს, სამშენებლო ლითონკონსტრუქციების გაქირავების სერვისს და მათთან დაკავშირებულ მომსახურებას.

კომპანია აცხადებს ვაკანსიას საოპერაციო განყოფილების ასისტენტის პოზიციაზე.

სამუშაო პირობები

** ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, პეკინის გამზირი
** სამუშაო განაკვეთი: სრული
** ანაზღაურება: ფიქსირებული 1000 ლარი
** სამუშაო გრაფიკი: 09:00-17:00 (შაბათ-კვირა დასვენება)

ძირითადი მოვალეობები:

** მარკეტინგისთვის საჭირო მომწოდებლების მოძიება
** მარკეტინგის მენეჯერის დავალებების შესრულება (არ მოითხოვს მარკეტინგის ცოდნას)
** გამოფენის ორგანიზებისთვის საჭირო პროცესებში ჩართვა
** ოფისის საჭიროებების მონიტორინგი
** ბუღალტრისგან მიღებული დავალებების შესრულება (არ მოითხოვს ბუღალტერიის ცოდნას)

აუცილებელი მოთხოვნები:

** საოფისე პროგრამების (Word, Excel, PowerPoint) ცოდნა სასურველია
** ინტერნეტ სივრცის ცოდნა
** ინტერნეტში ინფორმაციის მოძიების უნარი

პიროვნული მახასიათებლები და უნარ-ჩვევები:

** კომუნიკაბელური;
** დეტალებზე ორიენტირებული;
** ორგანიზებული;
** ოპერატიული;

დაინტერესების შემთხვევაში, გამოაგზავნეთ CV ელექტრონულ მისამართზე: info@wedo.com.ge და სათაურის ველში (subject) მიუთითეთ პოზიციის დასახელება.

გასაუბრება ჩატარდება შერჩეულ კანდიდატებთან.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია