|
დასახელება:
მინის წარმოებისა და შეკვეთების ოპერატორი.
|
| მომწოდებელი:
მეგობრობა
|
|
გამოქვეყნდა: 15 იანვარი
/ ბოლო ვადა: 15 თებერვალი
|
მრავალპროფილურ საწარმო "მეგობრობას" ესაჭიროება მინის წარმოებისა და შეკვეთების ოპერატორი.
ადგილმდებარეობა: თბილისი, დავით სარაჯიშვილის გამზირი 12ბ.
სამუშაო განაკვეთი: სრული.
ანაზღაურება: შეთანხმებით.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** მინის ჭრისა და წრთობის შეკვეთების მიღება (ტელეფონით, ელ.ფოსტით ან ადგილზე) მათი სწორად ასახვა 1C პროგრამაში;
** შეკვეთების დეტალების სიზუსტის შემოწმება (ზომები, ტიპი, რაოდენობაა, ვადები);
** შეკვეთის რეგისტრაცია და დამუშავება 1C პროგრამაში;
** ანგარიშ-ფაქტურების, ზედნადებებისა და სხვა საჭირო საბუთების ატვირთვა RS სისტემაში;
** მინის ნედლეულის და მზა პროდუქციის მარაგების აღრიცხვა 1C პროგრამაში;
** შემოსულ-გასული მარაგების კონტროლი, მათი პერიოდული შემოწმება და ნაშთების სიზუსტის უზრუნველყოფა;
** საჭიროების შემთხვევაში მარაგების შევსების ინიციირება;
** თანამშრომლობა წარმოების, გაყიდვების და ბუღალტერიის გუნდთან
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** სასურველია სამუშაო გამოცდილება მსგავს პოზიციაზე;
** 1C პროგრამაში მუშაობის გამოცდილება;
** RS სისტემაში მუშაობის საბაზისო ცოდნა (სასურველი);
** საოფისე პროგრამების ცოდნა (Excel, Word)
პიროვნული უნარები:
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** კომუნიკაციის და ორგანიზების უნარები;
** დროის მართვის კარგი უნარი;
** სტრესულ სიტუაციაში მუშაობის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი
დაინტერესების შემთხვევაში, გადადით ლინკზე https://b24-y3fjin.bitrix24.site/crm_form_6ysgh/ და გამოგვიგზავნეთ რეზიუმე.
|
|
|
|