Print | Close
https://jobs.ge//ge/ads/?id=694304&print=yes&view=jobs
 
ფილიალის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ფილიალის მენეჯერი
მომწოდებელი: კრაფტ ფუდი
გამოქვეყნდა: 15 იანვარი / ბოლო ვადა: 14 თებერვალი
"Craft Food ჰოლდინგი" აცხადებს ვაკანსიას ფილიალის მენეჯერის პოზიციაზე, ქ. თბილისში.

"Craft Food" - სწრაფი კვების ობიექტი, 2022 წლიდან ოპერირებს ბაზარზე და მოიცავს 8 ფილიალს საქართველოს მასშტაბით.

"Craft Food" მომხმარებელს, 2022 წლიდან, თავისი სარესტორნე ქსელის მეშვეობით, ჯანსაღად წარმოებულ ყველა სწრაფი კვების პროდუქტს ერთ სივრცეში სთავაზობს, ესენია: "კრაფტ ჰოთ-დოგი", "კრაფტ შაურმა", "კრაფტ ბურგერი", "კრაფტ პიცა" და სხვა.

სამუშაო პირობები:

** სამუშაო დრო: კვირაში 5 დღე.
** სამუშაო განაკვეთი: პირველი სმენა - 10:00-19:00 სთ, მეორე სმენა - 18:00-03:00 სთ (კვირაში 5-დან 1-2 დღე მენეჯერი მუშაობს ღამის სმენაში, საჭიროებისამებრ).
** ანაზღაურება: კვალიფიკაცის შესაბამისად.
** ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი.

ძირითადი მოვალეობები:

** ობიექტის ყოველდღიური სამუშაო პროცესის დაგეგმვა, მონიტორინგი
** მომსახურებისა და ხარისხის კონტროლი
** გაყიდვების ზრდის ხელშეწყობა
** გაყიდვების გეგმის შესრულება და ყოველ დღიური კონტროლი
** მუდმივი კომუნიკაცია მომხმარებლებთან და მიღებული შეფასებების განხილვა გუნდის წევრებთან.
** სანიტარულ, ჰიგიენური ნორმების, უსაფრთხოების წესების, შრომის დისციპლინის ნორმების დაცვის მონიტორინგი
** პროდუქციისა და მარაგების მონიტორინგი, შეკვეთების გაკეთება/მიღება, სალაროს სიზუსტის უზრუნველყოფა
** Self-Hr-ის პროგრამაში, გუნდის წევრების გრაფიკების შედგენა, (შვებულება, საავადმყოფო ფურცელი) პროგრამაში ასახვა
** დაქვემდებარებულების მოტივაციისა და კვალიფიკაციის ამაღლებაზე ზრუნვა
** სხვადასხვა სახის რეპორტების წარმოება, კომპეტენციის ფარგლებში.

მოთხოვნები:

** კვების სფეროში მუშაობის გამოცდილება
** პრობლემური სიტუაციების მართვის უნარი
** სამუშაო პროცესის ორგანიზებისა და მართვის უნარი
** საოფისე პროგრამების (Excel, Word, PPT) მაღალ დონეზე ფლობა

პიროვნული თვისებები და უნარ-ჩვევები:

** ორგანიზებულობა
** პასუხისმგებლობიანობა
** პუნქტუალურობა
** დეტალებზე ორიენტირებულობა

განცხადების მიღების ბოლო ვადაა: 2026 წლის 14 თებერვალი.

რეზიუმეს გამოგზავნა შესაძლებელია შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: career@craftfood.ge

"subject" ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება "ფილიალის მენეჯერი".
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია