Print | Close
https://jobs.ge//ge/ads/?id=694301&print=yes&view=jobs
 
გაყიდვების კონსულტანტი - ზესტაფონი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: გაყიდვების კონსულტანტი
მომწოდებელი: ოპტიმისტი
გამოქვეყნდა: 15 იანვარი / ბოლო ვადა: 15 თებერვალი
ოპტიკური კომპანია "ოპტიმისტი" ქართულ ბაზარზე 2013 წლიდან არსებობს. 11 წლიანი ისტორიის მანძილზე კომპანიამ ღირსეული როლი შეასრულა ოპტიკის ინდუსტრიის განვითარებაში საქართველოში.

კომპანიის პრიორიტეტი არის ხელმისაწვდომი ფასი და მაღალი ხარისხი.

პოზიცია: გაყიდვების კონსულტანტი

სამუშაო ადგილი: ზესტაფონი (დეკრეტული შვებულების შეცვლა 6-8 თვე)

იმ შემთხვევაში, თუ შედგება ჩვენი თანამშრომლობა, თქვენ დაეუფლებით ოპტიკოსის პროფესიას.

ახალი პროფესია კი მოგცემთ შესაძლებლობას, რომ ჩამოყალიბდეთ ოპტიკური პროდუქციის გაყიდვების საუკეთესო სპეციალისტად.

სამუშაო გრაფიკი: 6 სამუშაო დღე, კვირაში 40 საათი.
ანაზღაურება: სტაჟიორის საწყისი ანაზღაურება დარიცხული 1000₾. (სტაჟირების ხანგრძლივობა 1 თვე). კონსულტანტის ფიქსირებული ანაზღაურება დარიცხული 1250₾ და დამატებით ბონუსი (150-300₾).

ძირითადი მოვალეობები:

** მომხმარებლისთვის კონსულტაციის გაწევა, სწორი და საჭირო ინფორმაციის მიწოდება და მათი მოთხოვნების დაკმაყოფილება;
** პროდუქციის მოწესრიგება და განთავსება;
** მაღაზიაში განლაგებული პროდუქციის სრულყოფილად ცოდნა;
** მომხმარებლისგან თანხის მიღება, სალაროსთან მუშაობა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სასურველია უმაღლესი განათლება;
** სასურველია გაყიდვების სფეროში მუშაობის გამოცდილება;
** სასურველია სალაროსთან/ფულთან მუშაობის გამოცდილება;
** სასურველია რუსული და ინგლისური ენების ცოდნა

პიროვნული მახასიათებლები:

** მომხმარებელსა და მომსახურებაზე ორიენტირებულობა;
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** ენერგიულობა და კომუნიკაბელურობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** მიზანსწრაფულობა;
** პასუხისმგებლობის გრძნობა

ჩვენ გთავაზობთ:

** ოპტიკოსის პროფესიის შესწავლას;
** პროფესიულ ტრენინგებს;
** კარიერული ზრდის რეალურ პერსპექტივას;
** თანამშრომლის ფასდაკლებას კომპანიის პროდუქციაზე;
** კომფორტულ სამუშაო გარემოს;
** მეგობრულ და კეთილგანწყობილ გუნდს

კომპანია "ოპტიმისტი" შეთავაზებით დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ, თქვენი რეზიუმე ფოტოსურათით გამოაგზავნოთ შემდეგ ელ.მისამართზე: hr@optimist.ge და "Subject" ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება (გაყიდვების კონსულტანტი - ზესტაფონი).

დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია