Print | Close
https://jobs.ge//ge/ads/?id=694291&print=yes&view=jobs
 
მარკეტინგული პროექტების მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მარკეტინგული პროექტების მენეჯერი
მომწოდებელი: Landmarker Group
გამოქვეყნდა: 15 იანვარი / ბოლო ვადა: 15 თებერვალი
"Landmarker Group"-ის ერთ-ერთი გამორჩეული ადგილი უკავია ქართულ სასტუმრო ინდუსტრიაში. ჩვენი ისტორია გუდაურში მდებარე ისტორიული სასტუმრო "მარკო პოლოთი" იწყება და დღეს უკვე მოიცავს სასტუმროებს, როგორც გუდაურში, ისე თბილისში, ჰოსტელებს, შალეებსა და après-ski სივრცეებს.

კომპანია ერთიან ბრენდად 2009 წელს ჩამოყალიბდა და მას შემდეგ მუდმივ ზრდასა და განვითარებაზეა ორიენტირებული. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ადგილობრივი კულტურის პატივისცემა და ადამიანზე ორიენტირებული სტუმარმასპინძლობა. "Landmarker Group"-ში მუშაობა ნიშნავს საერთო მიზნის გარშემო გაერთიანებას - ხელი შევუწყოთ ადამიანებისა და ადგილების დაკავშირებას.

ჩვენი ქვებრენდებია:

** სასტუმრო მარკო პოლო გუდაური
** სასტუმრო ალპინა გუდაური
** ხადა ჰოსტელი
** ხიჟინა
** პურის მოედანი ბუტიკ სასტუმრო
** ილია კოკაიას სახელობის საფეხბურთო ცენტრი

ყოველი ობიექტი თავის უნიკალურ ისტორიას ჰყვება. ამ ისტორიებს კი ის ადამიანები ქმნიან, ვინც Landmarker Group-ის ნაწილია.

"Landmarker Group" აცხადებს ვაკანსიას მარკეტინგული პროექტების მენეჯერის პოზიციაზე.

ფუნქცია-მოვალეობები:

** მარკეტინგის დირექტორის მიერ განსაზღვრული პროექტებისა და კამპანიების მართვა და კოორდინაცია
** მარკეტინგული კამპანიების დაგეგმვა და განხორციელების კონტროლი (ონლაინ და ოფლაინ არხები)
** სასტუმროებში მარკეტინგული აქტივობების კოორდინაცია და პროცესების მონიტორინგი
** პროექტების ვადების, ამოცანებისა და რესურსების მართვა (თაიმლაინები, ჩექლისტები)
** შიდა დეპარტამენტებთან და თანამშრომლებთან ეფექტური კომუნიკაციის უზრუნველყოფა (Sales Department, F&B, Front Office, Operations)
** პარტნიორული პროექტების, მარკეტინგული კოლაბორაციების, ღონისძიებებისა და სპეციალური აქტივობების კოორდინაცია და საჭიროებისამებრ ადგილზე კონტროლი
** სოციალური მედიისა და ციფრული კომუნიკაციის ფარგლებში კამპანიური აქტივობების შესრულების კონტროლი
** ფოტო და ვიდეო კონტენტის შექმნასა და გადაღებაში მონაწილეობის მიღება და ჩართულობა
** განხორციელებული კამპანიებისა და პროექტების შედეგების მოკლე ანალიზი და რეპორტინგი მარკეტინგის დირექტორთან ერთად
** ბაზრისა და კონკურენტების აქტივობების მონიტორინგი და შესაბამისი ინფორმაციის გაზიარება
** მარკეტინგის დირექტორის მიერ მართული პროცესების და მარკეტინგის დეპარტამენტის ფარგლებში სხვადასხვა დავალებების შესრულება და მონიტორინგი.

პირობები:

** სამუშაო ადგილი: თბილისი, ვალერიან გუნიას ქუჩა
** სამუშაო განაკვეთი და გრაფიკი: სრული, 5 სამუშაო და 2 დასვენების დღე
** სამუშაო საათები: 10:00-18:00 სთ
** სამუშაო დროის საშუალოდ 25%-ის გატარება გუდაურის ობიექტებში

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება
** უმაღლესი განათლება მარკეტინგის, საზოგადოებასთან ურთიერთობის, ბიზნესის მენეჯმენტისა ან მომიჯნავე სფეროში
** სტუმარმასპინძლობის სფეროში გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად

რატომ უნდა გახდე ჩვენი გუნდის წევრი?

** ერთიანი მიზნის მიღწევაში წვლილის შეტანა - Landmarker-ში შენ ხარ პროცესის მნიშვნელოვანი ნაწილი - ქმნი ისეთ ადგილს, სადაც ადამიანები და ისტორიები ერთმანეთს ხვდებიან.
** განვითარების შესაძლებლობა სხვადასხვა ლოკაციაზე - გუნდის წევრობა გაძლევს შესაძლებლობას - გადახვიდე სხვა ობიექტზე, სხვა ლოკაციაზე, მიიღო ახალი გამოცდილება და განავითარო შენი უნარები სხვადასხვა ტიპის გარემოში.
** ბენეფიტები, რომლებიც შენზეა მორგებული - სპეციალური ფასები Landmarker-ის სხვა სასტუმროებში, პიროვნული განვითარებისთვის განკუთვნილი შესაძლებლობები და ისეთი სამუშაო გარემო, რომელიც შენს კეთილდღეობაზე ზრუნავს - ჩვენ შენს პროფესიულ ზრდას და ყოველდღიურ კომფორტსაც ვაფასებთ.
** პოზიციის ბენეფიტები - ჯანმრთელობის დაზღვევა, კორპორატიული სასაუბრო დრო, კონკურენტული ხელფასი გამოცდილების მიხედვით.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ თქვენი რეზიუმე გამოგვიგზავნოთ შემდეგ მისამართზე: HR@landmarkergroup.com და სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება.

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ "Landmarker Group"-მა მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია