Print | Close
https://jobs.ge//ge/ads/?id=694287&print=yes&view=jobs
 
AML ოფიცერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: AML ოფიცერი
მომწოდებელი: სოფტგენი
გამოქვეყნდა: 15 იანვარი / ბოლო ვადა: 15 მარტი
კომპანია "სოფტგენის" ვაკანსია AML ოფიცრის პოზიციაზე (Full Time).

კატეგორია: საფინანსო სექტორი - AML ოფიცერი
სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი
სამუშაო საათები: 10:00-19:00 (ორშაბათი - პარასკევი)

სამუშაოს აღწერა და ფუნქცია-მოვალეობები:

** AML/CFT პოლიტიკებისა და პროცედურების დანერგვაში და გაუმჯობესებაში მონაწილეობის მიღება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად;
** რისკებზე დაფუძნებული მიდგომით ბიზნესის მხარდაჭერა;
** კლიენტებისა და მათი ტრანზაქციების ყოველდღიური მონიტორინგი;
** მარეგულირებელი ცვლილებების შესახებ ინფორმაციის შეგროვება და უფროსი გუნდისთვის გაზიარება;
** წინასწარ განსაზღვრული კატეგორიის კლიენტებისა და ტრანზაქციების ავტორიზაციის პროცესში მონაწილეობა;
** კლიენტების საერთაშორისო შესაბამის სიებში გადამოწმება და შედეგების შეფასება;
** უჩვეულო და საეჭვო ოპერაციების იდენტიფიკაცია, ანალიზი და ანგარიშგებაში მონაწილეობის მიღება;
** სხვა სტრუქტურული ერთეულებისგან მიღებული ინფორმაციის ანალიზში მხარდაჭერა;
** მონიტორინგს დაქვემდებარებული ოპერაციების შესახებ ინფორმაციის მომზადება ფინანსური მონიტორინგის სამსახურისთვის;
** ფაილებისა და მონაცემების კანონით დადგენილი წესით შენახვის უზრუნველყოფა;
** AML დეპარტამენტის უფროსისგან მიღებული ცალკეული დავალებების შესრულება;
** შიდა გუნდებთან და პარტნიორებთან თანამშრომლობა;
** სხვა საოპერაციო ამოცანების შესრულება.

პიროვნული უნარები:

** საკანონმდებლო სიახლეებისა და ახალი ტექნოლოგიების სწრაფად ათვისების უნარი;
** ანალიტიკური აზროვნება;
** სამუშაოს ვადის განსაზღვრა და მისი ეფექტური მართვის უნარი;
** რამდენიმე დამკვეთის ამოცანაზე პარალელურად მუშაობის უნარი;
** დამოუკიდებლად და გუნდურად მუშაობის უნარი;
** ორგანიზებულობა, პუნქტუალობა, დისციპლინირებულობა.

განათლება:

** უმაღლესი განათლება - ბაკალავრის ხარისხი სამართალმცოდნეობაში ან ფინანსური/ეკონომიკური მიმართულებით

ცოდნა და გამოცდილება:

** საბანკო ან/და არასაბანკო ფინანსური ინსტიტუციების საქმიანობის მარეგულირებელი კანონმდებლობის ცოდნა;
** ფულის გათეთრების და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ საკანონმდებლო მოთხოვნებისა და საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის ძალიან კარგი ცოდნა;
** საერთაშორისო სანქციებთან შესაბამისობის მოთხოვნებისა და კონტროლის მექანიზმების ცოდნა.

დამატებითი უპირატესობა:

** უპირატესობა მიენიჭებათ საბანკო-საფინანსო სფეროში პროფილურ პოზიციაზე (AML ოფიცერი) საქმიანობის გამოცდილების მქონე პირებს

ხელფასი: ანაზღაურება კვალიფიკაციის შესაბამისად (დამატებით - სამედიცინო დაზღვევა)

გთხოვთ, CV გამოაგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე career@softgen.ge 2026 წლის 15 მარტამდე და subject-ში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია