Робота для біженців з України
ექაუნთ მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ექაუნთ მენეჯერი
მომწოდებელი: GPS AUTO
გამოქვეყნდა: 15 იანვარი / ბოლო ვადა: 15 თებერვალი
"GPS AUTO" - ავტომობილების კონტროლის სისტემები აცხადებს ვაკანსიას ექაუნთ მენეჯერის პოზიციაზე.

ადგილმდებარეობა: თბილისი, აკაკი ბელიაშვილის N145
სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი

ჩვენ შესახებ:

"GPS AUTO" არის თანამედროვე GPS მონიტორინგისა და ავტომობილების მართვის სისტემების მიმწოდებელი კომპანია, რომელიც თანამშრომლობს როგორც კერძო, ისე კორპორატიულ სექტორთან. ჩვენი მიზანია ბიზნესებისთვის შევქმნათ უსაფრთხო, ეფექტური და ჭკვიანი სატრანსპორტო მართვის გადაწყვეტილებები.

კომპანიის შესახებ დამატებით ინფორმაციისთვის ეწვიეთ ჩვენს ვებგვერდს: https://gpsauto.ge/

მოვალეობები:

** კლიენტებისთვის ინვოისების მომზადება და გაგზავნა
** ჩარიცხვების დაფიქსირება და ინვოისებთან მიბმა
** ზედნადებების შექმნა და ატვირთვა
** ანგარიშ-ფაქტურების მომზადება
** დოკუმენტების სისწორის კონტროლი და არქივირება
** კლიენტებთან ფინანსურ დოკუმენტაციაზე კომუნიკაცია

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** საოფისე პროგრამების საბაზისო ცოდნა (Word, Excel)
** ინვოისებთან, ზედნადებებსა და ანგარიშ-ფაქტურებთან მუშაობის მინიმალური გამოცდილება
** წერილობითი კომუნიკაციის უნარი
** სიზუსტე და პასუხისმგებლობა დოკუმენტებთან მუშაობისას
** დროის მართვის უნარი

ანაზღაურება:

** ფიქსირებული ხელფასი: 1000 ლარი
** გამოსაცდელი პერიოდი (ანაზღაურებადი): 6 თვე.

დასაქმების შემთხვევაში გთავაზობთ:

** კომფორტულ სამუშაო გარემოს;
** ჯანმრთელობის დაზღვევას გამოსაცდელი ვადის შემდგომ;
** უფასო კორპორატიულ ნომერს;
** მეგობრულ და განვითარებაზე ორიენტირებულ გუნდს.

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV), ფოტოსურათთან ერთად, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: jobsautohome@gmail.com-ზე. სათაურში (subject-ში) მიუთითეთ "ექაუნთ მენეჯერი".
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე