Робота для біженців з України
E-commerce კონტენტ მენეჯერი -
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: E-commerce კონტენტ მენეჯერი
მომწოდებელი: kontakt
გამოქვეყნდა: 14 იანვარი / ბოლო ვადა: 14 თებერვალი
"Kontakt"-ი არ არის უბრალოდ ტექნიკის მაღაზია — ეს არის თანამედროვე სივრცე, სადაც თავმოყრილია საყოფაცხოვრებო ტექნიკის, ციფრული ტექნიკისა და ტექსტილის დიდი არჩევანი!
ჩვენ ვთანამშრომლობთ მსოფლიოს 30-ზე მეტ გიგანტთან (Samsung, LG, Bosch, Huawei, Realme, Sony, Hoffmann და სხვა).
უკვე 250-მდე პროფესიონალი ქმნის ჩვენს წარმატებას და ჩვენი ზრდის ტემპი არ ჩერდება.

ჩვენ არ ვეძებთ უბრალოდ თანამშრომლებს, ჩვენ ვეძებთ პარტნიორებს, რომელთა პიროვნულ და კარიერულ განვითარებაზე ზრუნვა ჩვენი პრიორიტეტია.

შენი მისია კომპანიაში: როგორც E-commerce კონტენტ მენეჯერი, შენ იქნები პასუხისმგებელი ჩვენი ონლაინ ვიტრინის სრულყოფილებაზე. შენი მიზანია მომხმარებელს დახვდეს ზუსტი, ამომწურავი და ვიზუალურად გამართული ინფორმაცია პროდუქციის შესახებ

ძირითადი მოვალეობები:

** კომპანიის ვებ-გვერდზე პროდუქციის განთავსება/ატვირთვა;
** პროდუქციის ვიზუალური და ტექსტური მასალის (აღწერა, მახასიათებლები, ანოტაციები) დამუშავება და განთავსება;
** საჭიროების შემთხვევაში, ხარისხიანი ფოტო-ვიდეო მასალის მოძიება და საიტზე ინტეგრირება;
** არსებული კონტენტის მუდმივი მონიტორინგი, განახლება და სისწორის კონტროლი;
** საიტის ნავიგაციის (კატეგორიები, ფილტრები) გამართულობისა და ლოგიკური განლაგების უზრუნველყოფა;
** ტექნიკური ხარვეზების დროული იდენტიფიცირება და შესაბამის დეპარტამენტთან გადამისამართება;
** შესრულებული სამუშაოს შესახებ ყოველთვიური რეპორტინგის წარმოება.

ეს პოზიცია შენთვისაა, თუ:

** გაქვს გამართული წერითი კომუნიკაციის უნარი;
** გაქვს მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** ფლობ საოფისე პროგრამებს;
** ფლობ უცხო ენებს სასაუბრო დონეზე (ინფორმაციის მოძიებისა და დამუშავებისთვის);
** ხარ დეტალებზე ორიენტირებული და ორგანიზებული.

რატომ უნდა შემოგვიერთდე? ჩვენ ვაფასებთ შენს დროს და შრომას:

** გრაფიკი: დღეში 8 საათი, კვირაში 5 დღე 2 დასვენების დღე (შეთანხმებით);
** ანაზღაურება: ფიქსირებული ანაზღაურება 1100 ლარი + ბონუსი;
** ჯანმრთელობა: კორპორატიული დაზღვევა შენთვის და შენი ოჯახისთვის (ინდივიდუალური და საოჯახო);
** აქტიური ცხოვრება: Fitpass-ით სარგებლობის შესაძლებლობა;
** მეტი დასვენება: წელიწადში 3 დამატებითი, ანაზღაურებადი Day Off;
** განვითარება: კარიერული წინსვლისა და დაწინაურების ხელშეწყობა.

მზად ხარ ახალი გამოწვევისთვის? გამოგვიგზავნე შენი რეზიუმე (CV) მისამართზე: CV@kontakt.ge და გთხოვთ, სათაურის ველში ("Subject") აუცილებლად მიუთითოთ: "E-commerce კონტენტ მენეჯერი".

განაცხადების მიღების ბოლო ვადა: 14 თებერვალი, 2026.

გისურვებთ წარმატებას!

მოთხოვნილი დოკუმენტის/ინფორმაციის გადმოგზავნით დასაქმების მსურველი ადასტურებს, რომ მის მიერ მიწოდებული ინფორმაცია/დოკუმენტაცია არის უტყუარი. დამსაქმებელი იღებს ვალდებულებას მოპოვებული ინფორმაცია დაამუშაოს (მოცემული ან სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის) იმ მოცულობით და ფარგლებში, რომელიც საჭიროა მიზნის მისაღწევად, 1 (ერთი) წლის ვადით, ხოლო ნებისმიერი სადავო საკითხის შემთხვევაში, შესაბამისი დავის დასრულებამდე. კანდიდატი უფლებამოსილია ნებისმიერ დროს მოითხოვოს მის შესახებ არსებული ინფორმაციის დამუშავების შეწყვეტა.

გთხოვთ, მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოეხმაუროთ ვაკანსიას და გამოგვიგზავნოთ თქვენი მონაცემები, თუ თქვენ ეთანხმებით ზემოაღნიშნულ პირობებს.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე