|
დასახელება:
დილის ცვლის საწყობის მენეჯერი
|
| მომწოდებელი:
იზივეი
|
|
გამოქვეყნდა: 14 იანვარი
/ ბოლო ვადა: 14 თებერვალი
|
ლოჯისტიკური და საკურიერო ტიპის კომპანია შპს "იზივეი" აცხადებს ვაკანსიას დილის ცვლის საწყობის მენეჯერის პოზიციაზე.
სამუშაო პირობები:
** ანაზღაურება: ფიქსირებული 1200 ლარი;
** გრაფიკი: 08:00-17:00, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, შაბათ-კვირა დასვენება;
** მდებარეობა: ქ. თბილისი, დ. გურამიშვილის გამზ. 7;
ძირითადი მოვალეობები:
** აკონტროლოს ტვირთის დროული და უსაფრთხო ჩატვირთვა და გადმოტვირთვა;
** შემოსული პროდუქციის გადმოტვირთვის კონტროლი, დახარისხების კონტროლი, დასაწყობება;
** ტვირთის შეფუთვა მოთხოვნის შესაბამისად და დატვირთვის კონტროლი;
** კომპიუტერულ პროგრამაში მუშაობა.
კომპანიის ძირითადი მოთხოვნები:
** ტვირთის მიღების, დახარისხების, დასაწყობების გამოცდილება;
** აუცილებელია ჰქონდეს სასაწყობში მუშაობის გამოცდილება;
** საქართველოს რეგიონების და სოფლების ცოდნა (გეოგრაფიის) ჩაითვლება უპირატესობად;
** ქართულ ენაზე გამართული მეტყველების უნარი;
** თბილისის ქუჩების ზედმიწევნით კარგად ცოდნა.
ჩვენი უპირატესობები:
** გამართული სამუშაო პროცესი;
** მეგობრული სამუშაო გარემო.
უნარ-ჩვევები:
** პუნქტუალურობა და ენერგიულობა ძირითადი მოთხოვნაა;
** სამუშაოს დაგეგმვისა და სწორი მენეჯმენტის უნარი;
** გუნდურად მუშაობის უნარი;
** სტრესულ გარემოში ეფექტურად მუშაობის უნარი.
კანდიდატები გაივლიან შერჩევის ორ ეტაპს: პირველი ეტაპი იქნება სატელეფონო გასაუბრება, ხოლო მეორე ეტაპზე ადგილზე გასაუბრება.
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV ან პირადი ინფორმაცია შემდეგ მისამართზე: hr@easyway.ge. გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება: "საწყობის დილის ცვლის მენეჯერი".
დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით ნომერზე: 577 238 003
|
|
|
|