|
დასახელება:
ადმინისტრატორი-რეგისტრატორი
|
| მომწოდებელი:
სტომატოლოგიური კლინიკა დავინჩი
|
|
გამოქვეყნდა: 14 იანვარი
/ ბოლო ვადა: 14 თებერვალი
|
"სტომატოლოგიური კლინიკა დავინჩი" აცხადებს ვაკანსიას ადმინისტრატორ-რეგისტრატორის პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები:
** პაციენტების შესაბამის პროგრამაში რეგისტრაცია;
** ამბულატორიული ბარათის გახსნა და ინფორმაციის შევსება წინასწარგანსაზღვრული წესის შესაბამისად;
** ზარების განხორციელება და ზარების პასუხი;
** პაციენტების ინფორმირება კლინიკაში არსებული სერვისების შესახებ;
** ანგარიშსწორების განხორციელება. სალარო აპარატის ჩეკის გაცემა, მომსახურების საფასურის გადახდის ქვითრის შესაბამისად;
** პაციენტებთან დაგეგმილი და ჩასატარებელი გამოკვლევებისა და მანიპულაციების შესახებ შესაბამისი დოკუმენტაციის მოწესრიგება;
** კლინიკის ასისტენტებსა და ექიმებთან შესაბამისი, დროული კოორდინაცია;
** კლინიკის თანამშრომელთა სამუშაო საათების აღრიცხვა/მონიტორინგი;
** კლინიკის სადისტრიბუციო მასალებით მომარაგების მენეჯმენტი, დისტრიბუტორ კომპანიებთან და მათ წარმომადგენლებთან კომუნიკაცია;
** კლინიკის მართვა-მენეჯმენტთან დაკავშირებული სხვადასხვა საქმიანობის განხორციელება უშუალო უფროსის დავალების შესაბამისად;
** სხვა ფუნქცია-მოვალეობების განხორციელება უშუალო უფროსის დავალების შესაბამისად.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება (სასურველია, მაგრამ არა აუცილებელი);
** სამუშაო გამოცდილება (სასურველია მსგავს პოზიციაზე);
** MS Office საოფისე პროგრამების ცოდნა;
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა საკომუნიკაციო დონეზე;
პიროვნული უნარები/კომპეტენციები:
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** დისციპლინის, წესებისა და პროცედურების დაცვა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** პუნქტუალობა, თავაზიანობა და ორგანიზებულობა;
** ეთიკის ნორმების დაცვა როგორც პაციენტებთან, ისე დასაქმებულ პერსონალთან;
პირობები:
** სამუშაო გრაფიკი: სრული;
** კვირაში 2 დღე დასვენება, კვირა და ორშაბათი;
** ანაზღაურება: 1500 ლარიდან კვალიფიკაციიდან გამომდინარე + ბონუსი.
** ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, საბურთალო, ო. ჭილაძის 166 კორპუსი 10. ყოფილი ბუდაპეშტის ქუჩა. (მეტრო "სამედიცინოს" მიმდებარედ.)
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV) ელ. ფოსტის მისამართზე: davincidentalinfo@gmail.com და სათაურის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება: "ადმინისტრატორი".
მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს!
|
|
|
|