|
დასახელება:
მარკეტინგის სპეციალისტი
|
| მომწოდებელი:
რენო საქართველო
|
|
გამოქვეყნდა: 14 იანვარი
/ ბოლო ვადა: 14 თებერვალი
|
"Renault (რენო) საქართველო" (სს "ფრანს ავტო") აცხადებს ვაკანსიას მარკეტინგის სპეციალისტის თანამდებობაზე.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** ციფრული არხების მართვის, კონტენტის შექმნისა და სარეკლამო კამპანიების დაგეგმვა/კოორდინირება.
** პარტნიორ ორგანიზაციებთან, სარეკლამო და კრეატიულ სააგენტოსთან კომუნიკაცია და ერთობლივი აქტივობების დაგეგმვა.
** მარკეტინგული მასალების (ონლაინ და ოფლაინ) მომზადების კოორდინირება მოთხოვნის შესაბამისად.
** ბრენდისთვის შესაბამის პროექტებში ჩართულობა ცნობადობის გაზრდის მიზნით.
** ბრენდის პოზიციონირების განსაზღვრა და დაცვა Renault-ს საერთაშორისო გაიდლაინების მიხედვით (კრეატიულ სააგენტოსთან კოორდინაციით).
** ყველა საკომუნიკაციო მასალის შესაბამისობის კონტროლი ბრენდის გაიდლაინებთან.
** საჭიროების შემთხვევაში Renault-ს სათავო ოფისთან კომუნიკაცია და კოორდინაცია.
** განხორციელებული და დაგეგმილი მარკეტინგული აქტივობების შესახებ ყოველთვიური რეპორტების მომზადება და წარდგენა.
** მარკეტინგული კამპანიებისა და აქტივობების ეფექტიანობის გაზომვა, შედეგების ანალიზი და შეფასება.
** გაყიდვების, სერვისისა და სხვა კომპანიის შიდა რგოლებთან მჭიდრო თანამშრომლობა ერთიანი კომუნიკაციის უზრუნველსაყოფად.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება მარკეტინგის ან ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით;
** მარკეტინგის სფეროში მუშაობის გამოცდილება;
** ინგლისური ენის ცოდნა;
** საოფისე პროგრამების ცოდნა (Microsoft Office);
სამუშაო პირობები:
** სრული განაკვეთი; ორშაბათი-პარასკევი: 10:00-18:00; შაბათი: 10:00-14:00.
** შესვენება: 1სთ.
** ანაზღაურება: ფიქსირებული ხელფასი.
დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV ფოტოსურათით შემდეგ ელ-ფოსტის მისამართზე: info@renault.ge.
წერილის სათაურის ველში გთხოვთ, მიუთითოთ პოზიციის დასახელება - "გაყიდვების მენეჯერი"
|
|
|
|