Print | Close
https://jobs.ge//ge/ads/?id=694105&print=yes&view=jobs
 
ელექტრო ინჟინერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ელექტრო ინჟინერი
მომწოდებელი: საქართველოს მელიორაცია
გამოქვეყნდა: 14 იანვარი / ბოლო ვადა: 28 იანვარი
შპს "საქართველოს მელიორაცია" აცხადებს ვაკანსიას ინფრასტრუქტურული პროექტების დაგეგმვისა და განვითარების სამსახურის
ელექტრო ინჟინრის (მთავარი სპეციალისტი) თანამდებობაზე.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** სახელმწიფო ბიუჯეტით დაფინანსებული პროექტების ფარგლებში წინასაპროექტო სამუშაოებში მონაწილეობა
** პროექტირების და პროექტირება-მშენებლობის მომსახურებისთვის ტექნიკური დავალებების მომზადებაში მონაწილეობა
** სამელიორაციო ინფრასტრუქტურის ობიექტების ელექტრო-მექანიკური ნაწილის მდგომარეობის შეფასება და ანალიზი
** გარე ელექტრომომარაგების საკითხების შესწავლა, ტექნიკური პირობებისა და შესაბამისი ნებართვების მიღების პროცესში მონაწილეობა
** გადაუდებელი/ავარიული სამუშაოებისთვის საჭირო ტექნიკური დოკუმენტაციის მომზადებაში მონაწილეობა
** კომპანიის შიდა და გარე კორესპონდენციის განხილვა კომპეტენციის ფარგლებში.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** განათლება: უმაღლესი განათლება ინჟინერ-ელექტრიკოსის ან ინჟინერ-ენერგეტიკოსის სპეციალობით
** გამოცდილება: მინიმუმ 5 წლიანი სამუშაო გამოცდილება შესაბამის პოზიციაზე.

დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV) ქართულ ენაზე ფოტოსურათით (3X4) და პირადობის მოწმობის ასლით შემდეგ ელ-ფოსტის მისამართზე: AM.Vacancy@ag.ge არაუგვიანეს - 28.01.2026 წერილის სათაურის ველში გთხოვთ, მიუთითოთ პოზიციის დასახელება - "ელექტრო ინჟინერი".

"აღნიშნულ ვაკანსიაზე განაცხადის (რეზიუმეს) გამოგზავნით ადასტურებთ რომ თანახმა ხართ შპს "საქართველოს მელიორაციის" მიერ განხორციელდეს თქვენს მიერ მოწოდებული.

პერსონალური მონაცემების (მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემების) დამუშავება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისთვის როგორც წინამდებარე ვაკანსიის ფარგლებში, ასევე სამომავლო ვაკანსიებთან მიმართებითაც.

გაცნობებთ, რომ კანდიდატის შესახებ ინფორმაცია შპს "საქართველოს მელიორაცია"-ში ინახება არაუმეტეს 1 წლის ვადით. იმ შემთხვევაში, თუ არ გსურთ კომპანიის მხრიდან მონაცემთა შემდგომი დამუშავების განხორციელება ან გსურთ, მოწოდებული მონაცემების ცვლილება ან წაშლა, ასევე გსურთ თქვენი პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონით მონიჭებული სხვა უფლებების რეალიზება გთხოვთ, მოგვმართოთ დამატებით კომპანიის ელექტრონულ ფოსტაზე: AM.Vacancy@ag.ge."
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია