|
დასახელება:
E-commerce ლოჯისტიკის ოპერატორი
|
| მომწოდებელი:
kalo.ge
|
|
გამოქვეყნდა: 14 იანვარი
/ ბოლო ვადა: 23 იანვარი
|
"KALO.GE" აცხადებს ვაკანსიას E-commerce ლოჯისტიკის ოპერატორის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: თბილისი, ალ. ყაზბეგის ქ. 14ა
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი - პარასკევი | 10:00 - 18:00
კომპანიის შესახებ
KALO.GE არის Е-commerce პლატფორმა, რომელიც უკვე 3 წელზე მეტია წარმატებით ოპერირებს ქართულ ბაზარზე. კომპანია ელ. კომერციის პლატფორმასა და აგროსაკონსულტაციო სერვისებს აერთიანებს და ორიენტირებულია მომხმარებლისთვის სწრაფ, ხარისხიან და სანდო მომსახურებაზე.
ჩვენ გთავაზობთ პროფესიონალ გუნდთან მუშაობას, მეგობრულ სამუშაო გარემოსა და კარიერული განვითარების რეალურ შესაძლებლობას.
პოზიციის შესახებ
KALO.GE-ს ლოჯისტიკის გუნდი ეძებს მოტივირებულ, შედეგზე და განვითარებაზე ორიენტირებულ კანდიდატს, რომელიც უზრუნველყოფს შეკვეთების ეფექტურ დაგეგმვას, გადაზიდვის პროცესების კოორდინაციას და ლოჯისტიკური ოპერაციების სრულ კონტროლს.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები
** შეკვეთების სრული ლოჯისტიკური ციკლის დაგეგმვა, ორგანიზება და კონტროლი;
** დატვირთვისა და გადაზიდვის პროცესების დაგეგმვა;
** ტრანსპორტირების ოპერაციების კოორდინაცია;
** გადაზიდვასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის მომზადება და წარმოება;
** ტარიფებისა და მომსახურების ღირებულების გაანგარიშება;
** პარტნიორ კომპანიებთან და მომხმარებელთან ეფექტური კომუნიკაცია;
** კლიენტების ბაზის შექმნა და მართვა.
** ლოჯისტიკური პროცესების გაუმჯობესებაზე მუდმივი ფოკუსი.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები
** ლოჯისტიკის მენეჯმენტის მიმართულებით მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** ეფექტური კომუნიკაციისა უნარი.
ცოდნა, უნარები და პიროვნული კომპეტენციები
** საშუალო დონის კომპიუტერული უნარები;
** მომხმარებელთან სატელეფონო კომუნიკაციის უნარი, კომპანიის სტანდარტების შესაბამისად;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** დროის ეფექტურად მართვის უნარი;
** პრიორიტეტების სწორად განსაზღვრის უნარი;
** ოპერატიულობა და სისწრაფე;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** ანალიტიკური აზროვნება.
განაცხადის წესი
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელ. ფოსტაზე: Jobs@kalo.ge განაცხადების მიღების ბოლო ვადა: 23 იანვარი, 2026
გთხოვთ, წერილის სათაურში აუცილებლად მიუთითოთ პოზიციის დასახელება - "ლოჯისტიკის ოპერატორი".
საკვალიფიკაციო მოთხოვნების შესაბამისად შერჩეულ კანდიდატებთან დაკავშირება მოხდება მხოლოდ რეზიუმეების გადარჩევის შემდეგ.
|
|
|
|