|
დასახელება:
ნარჩენების განთავსების ობიექტის მენეჯერის მოადგილე
|
| მომწოდებელი:
მყარი ნარჩენების მართვის კომპანია
|
|
გამოქვეყნდა: 14 იანვარი
/ ბოლო ვადა: 06 თებერვალი
|
შპს "საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანია" აცხადებს ვაკანსიას:
პოზიციის დასახელება: ქვემო ქართლის რეგიონული ნარჩენების განთავსების ობიექტის მენეჯერის მოადგილე
სამუშაო ადგილი: თეთრიწყარო, სოფელი წინწყარო
სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი
გამოსაცდელი ვადა: 6 თვე
შპს "საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანია" აცხადებს კონკურსს ქვემო ქართლის რეგიონალური ნარჩენების განთავსების ობიექტის მენეჯერის მოადგილის ვაკანსიაზე.
მოკლე ინფორმაცია კომპანიის შესახებ: შპს "საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანია" შეიქმნა 2012 წელს. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მართვაში არსებული შპს "საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანია" პასუხისმგებელია მუნიციპალური (არასახიფათო) ნაგავსაყრელების მართვაზე ქვეყნის მასშტაბით გარდა თბილისისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისა. დღეისათვის კომპანიის მფლობელობაში 54 მუნიციპალური ნაგავსაყრელია.
კომპანიის მისიაა ნარჩენების განთავსების და გადამუშავების შედეგად გარემოზე და ადამიანზე ზემოქმედების შემცირების მიზნით, საქართველოს რეგიონებში მყარი საყოფაცხოვრებო ნარჩენების მართვის მაღალი სტანდარტების დანერგვა და რეგიონული სანიტარული ნაგავსაყრელების მოსახლეობისა და ეკოსისტემების უსაფრთხოების ნორმების შესაბამისი ოპერირების სისტემების შექმნა.
პოზიციის აღწერილობა: მენეჯერის მოადგილე დაეხმარება ნაგავსაყრელის ყოველდღიური მუშაობის ზედამხედველობას. ეს როლი გულისხმობს სამუშაო ძალის ზედამხედველობას, უსაფრთხოების პროტოკოლების დაცვის უზრუნველყოფას, ტექნიკური პერსონალის კონტროლს და მენეჯერთან მოხსენებას.
ფუნქცია-მოვალეობები:
** ნაგავსაყრელზე თანამშრომლების ზედამხედველობა და კოორდინაცია.
** ობიექტის ოპერირებისა და ყოველდღიური საქმიანობის მართვაში მხარდაჭერა
** უსაფრთხოების ზომების დაცვა
** ტექნიკური პერსონალის კონტროლი
** კოორდინაცია სხვა დეპარტამენტებთან, ნარჩენების მართვისა და აღჭურვილობის ოპერირების კუთხით.
ძირითადი მოთხოვნები (კვალიფიკაცია და უნარები):
** ბაკალავრის ხარისხი ინჟინერიაში (ტექნიკური მიმართულება)
** 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება
** MS ოფისის მაღალ დონეზე ცოდნა
** სასურველია ინგლისური ენის ცოდნა
დამატებითი მოთხოვნები:
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** შრომისმოყვარეობა, მოტივირებულობა, დავალების დროულად შესრულების უნარი.
** კომუნიკაბელურობა.
** ფორსმაჟორულ გარემოში მუშაობის უნარი.
** გუნდური მუშაობის უნარი.
შერჩევა ხორციელდება:
** CV/რეზიუმეების გადარჩევა
** გასაუბრება
დაინტერესებულმა პირებმა 2026 წლის 16 იანვრიდან 2026 წლის 06 თებერვლის ჩათვლით გამოაგზავნეთ ელექტრონულ მისამართზე hr@waste.gov.ge შემდეგი დოკუმენტები:
** სამოტივაციო წერილი
** CV (უნდა შეიცავდეს რეკომენდატორის სახელსა და საკონტაქტო ინფორმაციას)
** დიპლომის ასლი
** პირადობის ასლი
** (გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ არასრულყოფილი აპლიკაციის წარმოდგენის შემთხვევაში განაცხადი არ განიხილება)
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატთან.
გისურვებთ წარმატებას!
|
|
|
|