Print | Close
https://jobs.ge//ge/ads/?id=694074&print=yes&view=jobs
 
რეგიონული ნარჩენების განთავსების ობიექტის მენეჯერი - თეთრიწყარო
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: რეგიონული ნარჩენების განთავსების ობიექტის მენეჯერი
მომწოდებელი: მყარი ნარჩენების მართვის კომპანია
გამოქვეყნდა: 14 იანვარი / ბოლო ვადა: 06 თებერვალი
შპს "საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანია" აცხადებს ვაკანსიას:

პოზიციის დასახელება: ქვემო ქართლის რეგიონული ნარჩენების განთავსების ობიექტის მენეჯერი
სამუშაო ადგილი: თეთრიწყარო, სოფელი წინწყარო
სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი
გამოსაცდელი ვადა: 6 თვე

შპს "საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანია" აცხადებს კონკურსს ქვემო ქართლის რეგიონული ნარჩენების განთავსების ობიექტის მენეჯერის ვაკანსიაზე.
მოკლე ინფორმაცია კომპანიის შესახებ: შპს "საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანია" შეიქმნა 2012 წელს. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მართვაში არსებული შპს "საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანია" პასუხისმგებელია მუნიციპალური (არასახიფათო) ნაგავსაყრელების მართვაზე ქვეყნის მასშტაბით გარდა თბილისისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისა. დღეისათვის კომპანიის მფლობელობაში 54 მუნიციპალური ნაგავსაყრელია.

კომპანიის მისიაა ნარჩენების განთავსების და გადამუშავების შედეგად გარემოზე და ადამიანზე ზემოქმედების შემცირების მიზნით, საქართველოს რეგიონებში მყარი საყოფაცხოვრებო ნარჩენების მართვის მაღალი სტანდარტების დანერგვა და რეგიონული სანიტარული ნაგავსაყრელების მოსახლეობისა და ეკოსისტემების უსაფრთხოების ნორმების შესაბამისი ოპერირების სისტემების შექმნა.

პოზიციის აღწერილობა: მენეჯერი პასუხისმგებელია ობიექტის ყოველდღიური ფუნქციონირების ზედამხედველობაზე, რათა უზრუნველყოს გარემოსდაცვითი და შრომის უსაფრთხოების სტანდარტების შესაბამისი ოპერირება. თანამდებობა მოიცავს პერსონალისა და ობიექტის საოპერაციო ხარჯების მართვას, გარმოსდაცვითი გადაწყვეტილების პირობების შესაბამისად ობიექტის ეფექტიან ოპერირებას. მენეჯერი ასევე ჩართული იქნება ობიექტის მართვის გრძელვადიანი სტრატეგიის დაგეგმვაში, შემუშავებასა და განხორციელებაში.

ფუნქცია-მოვალეობები:

** ობიექტის ყოველდღიური მუშაობის მართვა
** საოპერაციო საქმიანობისა და გარემოზე ზემოქმედების შესახებ ანგარიშების მომზადება;
** ობიექტზე შემოსული ნარჩენების ტიპისა და რაოდენობის განსაზღვრის მონიტორინგი (ობიექტზე ნარჩენების მიღების კრიტერიუმებთან და გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების პირობებთან შესაბამისობის დადგენა) მართვის საინფორმაციო სისტემის პროგრამაში და სათაო ოფისისთვის ინფორმაციის მოწოდება;
** საოპერაციო ხარჯების აღრიცხვის მონიტორინგი მართვის საინფორმაციო სისტემის პროგრამაში და მონაცემების სათაო ოფისისთვის მოწოდება;
** პერსონალისთვის შრომის უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის მონიტორინგი. შემთხვევებისა და ინციდენტების შესახებ სათაო ოფისის დროული ინფორმირება;
** პერსონალის მართვა და შესაბამისი გადამზადებისათვის წინადადებების სათაო ოფისში წარდგენა;
** საქართველოს კანონმდებლობის სტანდარტების შესაბამისად ობიექტზე შემოსული ნარჩენების განთავსების კონტროლი;
** ობიექტზე გამონაჟონი წყლის გამწმენდი სისტემის გამართული მუშობის მონიტორინგი;
** ობიექტზე დამონტაჟებული ნარჩენებიდან წარმოქმნილი აირების შემკრები სისტემის გამართული მუშაობის მონიტორინგი;
** ობიექტის ოპერირების პროცესში გარემოსადაცვითი გადაწყვეტილების პირობების შესრულების მონიტორინგი და რეგულაციებით გათვალისწინებული მოთხოვნების შესაბამისობის უზრუნველყოფა;

ძირითადი მოთხოვნები (კვალიფიკაცია და უნარები):

** სასურველია მაგისტრის ხარისხი გარემოსდაცვაში/სამოქალაქო ინჟინერიაში.
** 3 წლიანი სამუშაო გამოცდილება მენეჯერულ პოზიციაზე.
** MS ოფისის მაღალ დონეზე ცოდნა.
** სასურველია ინგლისური ენის ცოდნა.

დამატებითი მოთხოვნები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** შრომისმოყვარეობა, მოტივირებულობა, დავალების დროულად შესრულების უნარი.
** კომუნიკაბელურობა.
** ფორსმაჟორულ გარემოში მუშაობის უნარი.
** გუნდური მუშაობის უნარი.

შერჩევა ხორციელდება:

** CV/რეზიუმეების გადარჩევა
** გასაუბრება

დაინტერესებულმა პირებმა 2026 წლის 16 იანვრიდან 2026 წლის 06 თებერვლის ჩათვლით გამოაგზავნეთ ელექტრონულ მისამართზე hr@waste.gov.ge შემდეგი დოკუმენტები:

** სამოტივაციო წერილი
** CV (უნდა შეიცავდეს რეკომენდატორის სახელსა და საკონტაქტო ინფორმაციას)
** დიპლომის ასლი
** პირადობის ასლი
** (გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ არასრულყოფილი აპლიკაციის წარმოდგენის შემთხვევაში განაცხადი არ განიხილება)

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატთან.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია