Print | Close
https://jobs.ge//ge/ads/?id=694052&print=yes&view=jobs
 
მაღაზიის მენეჯერი - ბათუმი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მაღაზიის მენეჯერი
მომწოდებელი: Humana
გამოქვეყნდა: 14 იანვარი / ბოლო ვადა: 14 თებერვალი
"ბალტიკ ტექსტაილ თრეიდინგ ჯორჯია" დაარსდა 2021 წელს და არის ყველაზე ახალგაზრდა კომპანია, რომელიც არის "Humana People to People Baltic"-ის ნაწილი.

"Humana People to People Baltic" მეორადი მაღაზიების ერთ-ერთი წამყვანი ქსელია ევროპაში. კომპანიის შექმნის იდეა იყო მეორადი ტანსაცმლის გამოყენებით შეგვექმნა ფონდების მოზიდვის მოდელი, რაც ერთის მხრივ საშუალებას მისცემდა ადამიანებს ეყიდათ კარგი ხარისხის ტანსაცმელი გონივრულ ფასად და მეორეს მხრივ მიღებული რესურსები გამოგვეყენებინა მდგრადი გლობალური განვითარების პროექტების მხარდაჭერად.

დღეს "Humana People to People Baltic" აქტიურად ოპერირებს მსოფლიოს 25 ქვეყანაში, აქვს 400 -ზე მეტი მაღაზია, დასაქმებული ჰყავს 3600- ზე მეტი ადამიანი და ჩართულია მდგრადი გლობალური განვითარების პროექტების მხარდაჭერაში აფრიკაში, აზიასა და ლათინურ ამერიკაში.

წელს ჩვენ დავიწყეთ საქართველოში მაღაზიათა ქსელის კიდევ უფრო გაფართოება და ვეძებთ ადამიანებს, რომლებიც მზად არიან გააძლიერონ ჩვენი გუნდი საცალო ვაჭრობის მიმართულებით.

კომპანიაში ვეძებთ აქტიურ, კომუნიკაბელურ, პუნქტუალურ და პასუხისმგებლობიან ადამიანს - მაღაზიის მენეჯერის პოზიციაზე სამუშაოდ ბათუმში.

საქმე, რომლებშიც გვჭირდება შენი დახმარება:

** მაღაზიის დარბაზის დადგენილი სტანდარტების შესაბამისად მოწყობა;
** მაღაზიის სასაქონლო მარაგის დადგენილი წესის შესაბამისად მართვა;
** მომხმარებლის მომსახურების ხარისხის უზრუნველყოფა;
** ეფექტიანი გაყიდვების უზრუნველყოფა;
** გაყიდვების ანალიზი კომპეტენციის ფარგლებში;
** სალარო პროცედურების ზედმიწევნით დაცვის უზრუნველყოფა;
** მაღაზიის გუნდის მართვა;
** კომპანიის დამტკიცებული პროცედურების დაცვა და დანერგვაში მონაწილეობის მიღება.

გამოცდილება, განათლება და უნარები, რომელიც მნიშვნელოვანია რომ გქონდეს:

** მენეჯერულ პოზიციაზე მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
** აუცილებელია საცალო გაყიდვების მიმართულებით (ტანსაცმელი/ფეხსაცმელი/აქსესუარები)მუშაობის გამოცდილება;
** ლიდერული უნარ-ჩვევები;
** ეფექტიანი კომუნიკაციის უნარი;
** ინგლისური ენის ცოდნა;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;

პირობები:

** სამუშაო დრო: კვირაში 40 საათიანი ცვლადი სამუშაო გრაფიკი: ორი ცვლა 10:00-18:00 და 13:00-21:00, თვეში 6 დასვენების დღე;
** ანაზღაურება: 1588 ლარი (NET) გამოსაცდელ პერიოდში, 1984 ლარი (NET) გამოსაცდელ პერიოდის შემდეგ + გეგმის შესრულებაზე დამყარებული კვარტალური საბონუსე სისტემა;
** ხელფასის მატება სამი თვის შემდეგ;
** გამოსაცდელი პერიოდი: 6 (ექვსი) თვე;
** ლოკაცია: ქ. ბათუმი

თუ გაგიჩნდა სურვილი რომ გახდე ჩვენი დიდი გუნდის ნაწილი გამოგვიგზავნე შენი CV ელექტრონულ მისამართზე hr@humana-georgia.ge სივის გამოგზავნისას გთხოვ, რომ მეილის სათაურის (Subject) ველში გადაიტანო ეს დასახელება: "მაღაზიის მენეჯერი- ბათუმი".

წინამდებარე ვაკანსიისათვის კანდიდატის მიერ CV-ს წარდგენა გულისხმობს მის მიერ პერსონალური მონაცემების პოტენციური დამსაქმებლისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. CV-ში მოცემული პერსონალური მონაცემები დამსაქმებლის მიერ დამუშავებულ/შენახულ იქნება კანდიდატის შერჩევის, შესასრულებელ სამუშაოსთან მისი კანდიდატურის შესაბამისობის დადგენისა და შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, როგორც შრომითი ურთიერთობის დამყარებამდე პერიოდში, ასევე ასეთი ურთიერთობის დასრულებიდან კანონით განსაზღვრული ვადით. დამსაქმებელი იტოვებს უფლებას ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის კანდიდატის CV გაუზიაროს მესამე პირ (-ებ)საც.

მადლობა დაინტერესებისათვის.

გისურვებთ წარმატებებს.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია