|
დასახელება:
ბელბოი/უსაფრთხოების ადმინისტრატორი
|
| მომწოდებელი:
ბოიგარს
|
|
გამოქვეყნდა: 14 იანვარი
/ ბოლო ვადა: 14 თებერვალი
|
"BOYGAR`S" ეძებს ბელბოის/უსაფრთხოების ადმინისტრატორს, რომელიც უზრუნველყოფს მაღაზიის უსაფრთხოებას, წესრიგს და სტუმრების თავაზიან მომსახურებას.
ანაზღაურება: 1300 ლარი
ძირითადი მოვალეობები:
** სტუმრების/კლიენტების მისაღებად მაღაზიის კარის გაღება და თავაზიანი დახვედრა სამუშაო გრაფიკის შესაბამისად.
** სამუშაო დღის დასაწყისსა და დასრულებისას მაღაზიის სივრცეების შემოწმება და პრობლემების დაფიქსირება;
** ვიდეოკონტროლის საშუალებით შიდა და გარე სივრცეების მონიტორინგი და დარღვევების შემთხვევაში მენეჯმენტის ინფორმირება (შესაბამისი ცვლის დროს);
** საჭიროების შემთხვევაში დახმარება ოპერაციულ პროცესებში (დატვირთვა/გადმოტვირთვა, პროდუქციის გადატანა საწყობიდან სავაჭრო დარბაზში);
მოთხოვნები:
** დისციპლინა, ყურადღება დეტალებზე, სწრაფი რეაგირება და კონფიდენციალურობა;
** ფიზიკური გამძლეობა;
** მსგავს პოზიციაზე გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.
რას გთავაზობთ:
** სტაბილურ სამუშაო გარემოს;
** პროფესიულ გუნდს და მკაფიო სამუშაო პროცესებს;
დაინტერესების შემთხვევაში გამოგვიგზავნეთ CV და საკონტაქტო ნომერი ელ. ფოსტაზე: careers@boygars.com, სათაურის ველში მიუთითეთ: "უსაფრთხოების ადმინისტრატორი".
|
|
|
|