Робота для біженців з України
საბაჟო დეკლარანტი - რუსთავი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: საბაჟო დეკლარანტი
მომწოდებელი: პალატი
გამოქვეყნდა: 14 იანვარი / ბოლო ვადა: 14 თებერვალი
შპს "პალატი", პირველი ქართული ფანერის მწარმოებელი კომპანია საქართველოში, აცხადებს ვაკანსიას საბაჟო დეკლარანტის პოზიციაზე.

სამუშაო გრაფიკი - სრული;
მდებარეობა - ქ. რუსთავი, მაზმიაშვილის 4 ;
ანაზღაურება - 2500 ლარი ხელზე ასაღები;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ბიზნესის ადმინისტრირების, ეკონომიკის ან მონათესავე მიმართულებით;
** აუცილებელია სამუშაო გამოცდილება საბაჟო მიმართულებით;
** საბაჟო პროცედურების და რეგულაციების საფუძვლიანი ცოდნა;
** აუცილებელია ქართული და ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;
** იმპორტის მიმართულებით მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** ASYCUDA სისტემის სრულფასოვანი ცოდნა;
** საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა.
** სასურველია მართვის მოწმობა;

ძირითადი მოვალეობები:

** იმპორტის საბაჟო პროცედურების სრული ციკლის მართვა;
** იმპორტის საბაჟო დეკლარაციების ოპერატიულად და ზუსტად მომზადება და გაფორმება პროგრამა Asycuda -ის მეშვეობით;
** საჭირო ნებართვების დროულად განსაზღვრა და მომზადება;
** სატრანსპორტო და ლოჯისტიკის დეპარტამენტთან კოორდინაცია იმპორტის პროცესის შეუფერხებლად წარმართვის მიზნით;
** საბაჟო ორგანოებთან მუდმივი კომუნიკაცია და იმპორტთან დაკავშირებული რეგულაციების, ტარიფებისა და ცვლილებების მონიტორინგი;
** იმპორტის პროცედურებისათვის საჭირო დოკუმენტაციის შემოწმება.
** საბაჟო პროცედურების დაგეგმვა და უზრუნველყოფა;
** წინასწარი და არაწინასწარი დეკლარირების დაგეგმვა და უზრუნველყოფა პროგრამა Asycuda-ის მეშვეობით;
** უშუალო ხელმძღვანელის მხრიდან წამოსული სხვა დავალებების შესრულება კომპეტენციის ფარგლებში;

სასურველი თვისებები და უნარ-ჩვევები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** კომუნიკაბელურობა;
** დროის ეფექტურად მართვის უნარი;
** საქმის ორგანიზების და დაგეგმვის უნარი;

ჩვენ გთავაზობთ:

** კვებას;
** ჯანმრთელობის დაზღვევას;

დაინტერესებულმა პირებმა გამოგვიგზავნეთ CV ელექტრონულ მისამართზე: HR@palatillc.com

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენ მიერ ვაკანსიის ფარგლებში ჩვენთვის რეზიუმეს ან/და პერსონალური მონაცემების შემცველი სხვა დოკუმენტის წარდგენით აცხადებთ თანხმობას შერჩევის პროცესში კომპანიის მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების ფლობასა და დამუშავებაზე არაუმეტეს 3 წლის ვადით "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ შერჩევის პროცესის წარმოების მიზნით.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე