Робота для біженців з України
Laravel დეველოპერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: Laravel დეველოპერი
მომწოდებელი: კარგონი
გამოქვეყნდა: 14 იანვარი / ბოლო ვადა: 25 იანვარი
საქართველოში პირველი ციფრული ლოგისტიკური პლატფორმა "კარგონი" აცხადებს ვაკანსიას Laravel დეველოპერის პოზიციაზე ქ. თბილისში.

"კარგონი" არის 500 სტარტაპ აქსელერაციის პროგრამის გამარჯვებული (სან-ფრანცისკო).

გახდი ყველაზე დინამიკური სტარტაპის ნაწილი რეგიონში - https://cargon.com/ka/;

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები

** ახალი ფუნქციონალის შექმნა და არსებული სისტემების გაუმჯობესება
** მონაცემთა ბაზის არქიტექტურის დაგეგმვა და ოპტიმიზაცია
** გარე API სერვისებთან ინტეგრაციები
** კოდის ხარისხისა და სტანდარტების დაცვა

საკვალიფიკაციო მოთხოვნები

** PHP 8+ და Laravel Framework-ის ძლიერი ცოდნა
** MySQL მონაცემთა ბაზებთან მუშაობის გამოცდილება
** REST API-ს შექმნა და ინტეგრაცია
** სხვადასხვა გარე API სერვისებთან მუშაობის გამოცდილება
** Git-ით ვერსიების კონტროლის გამოცდილება

პიროვნული მახასიათებლები

** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
** დატვირთულ რეჟიმში მუშაობის უნარი;
** ორგანიზებული, შრომისმოყვარე, ენერგიული;

დაინტერესებულმა კანდიდატებმა უნდა გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@cargon.com

განცხადების მიღების ბოლო ვადაა: 25 იანვარი, 2026.

წერილის სათაურში გთხოვთ მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

მადლობას გიხდით ჩვენი ვაკანსიით დაინტერესებისთვის.

თქვენს მიერ გადმოგზავნილი რეზიუმე შეტანილია აპლიკანტთა მონაცემთა ბაზაში შემდგომი განხილვის მიზნით და ინახება ელექტრონულ მისამართზე 6 თვის ვადით.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე