|
დასახელება:
კვლევითი და საკონსულტაციო მომსახურების შესყიდვა
|
| მომწოდებელი:
შშმ ქალთა ეროვნული ქსელი
|
|
გამოქვეყნდა: 14 იანვარი
/ ბოლო ვადა: 14 თებერვალი
|
ა (ა)იპ "შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალთა ეროვნული ქსელი", (ს/კ400274476) სახელმწიფო გრანტის მართვის სააგენტოს მიერ დაფინანსებული პროექტის "ერთად გავაძლიეროთ ინკლუზიური ფსიქოლოგიური დახმარების სერვისი", (პროექტის ხანგრძლივობა: 01.01.2026 - 01.01.2027) ფარგლებში აცხადებს კონკურსს ფსიქოლოგ-მკვლევარის შესარჩევად.
პროექტის მიზანია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე (შშმ) პირთა საზოგადოებრივ ცხოვრებაში ინტეგრაციის მხარდაჭერა, ინკლუზიური ფსიქოლოგიური დახმარების სერვისების განვითარებისა და ხელმისაწვდომობის გაზრდის გზით.
კვლევის მიზანი და გეოგრაფიული არეალი:
კონკურსის მიზანია თბილისსა და კახეთის რეგიონში (თელავის მუნიციპალიტეტი) შშმ პირებისა და მათი ოჯახის წევრებისთვის ფსიქოლოგიური დახმარების მიღების გზაზე არსებული ბარიერების იდენტიფიცირება და შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება.
სამიზნე გეოგრაფიული არეალი: ქ. თბილისი და კახეთის რეგიონი (თელავის მუნიციპალიტეტი).
სამიზნე ჯგუფები: შშმ პირები, მათი ოჯახის წევრები (მათ შორის ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლები), სფეროში მომუშავე ორგანიზაციები და სერვისის მიმწოდებლები.
მომსახურების სფერო და ძირითადი ამოცანები:
შერჩეული კონსულტანტი/მკვლევარი პასუხისმგებელი იქნება კვლევითი პროცესის სრულ ციკლზე — კვლევის დიზაინის შემუშავებიდან მონაცემთა შეგროვებისა და ანალიზის ჩათვლით. კვლევის პროცესისთვის განსაზღვრულია 3 თვე.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ კრიტერიუმებს:
** განათლება: მაგისტრის ხარისხი ფსიქოლოგიაში ან მომიჯნავე სოციალურ მეცნიერებებში;
** გამოცდილება: თვისებრივი კვლევების წარმოების, ფოკუს-ჯგუფების მოდერაციისა და ანალიტიკური ანგარიშების მომზადების მინიმუმ 2-წლიანი პრაქტიკული გამოცდილება;
** სპეციფიკური ცოდნა: შშმ პირთა უფლებრივი მდგომარეობის, სოციალური მოდელისა და ინკლუზიური მიდგომების ღრმა ცოდნა.
ფინანსური პირობები და ვადები:
მომსახურების ღირებულება: მოცემული მომსახურებისთვის გათვალისწინებული ბიუჯეტის მაქსიმალური ზღვარი შეადგენს 4440 ლარს (ყველა გადასახადის ჩათვლით). კანდიდატმა უნდა წარმოადგინოს ფინანსური წინადადება ამ ლიმიტის ფარგლებში.
კონკურსის ფარგლებში წინადადებების წარმოდგენა ძალაშია განცხადების გამოქვეყნებიდან 15 კალენდარული დღის განმავლობაში.
შერჩევა განხორციელდება წარმოდგენილი ტექნიკური წინადადებისა და პროფესიული გამოცდილების ხარისხობრივი შეფასების საფუძველზე.
წარსადგენი დოკუმენტაცია:
დაინტერესებულმა პირებმა ელექტრონულ მისამართზე: wwd.georgia@gmail.com უნდა წარმოადგინონ:
** პროფესიული რეზიუმე (CV), სადაც ხაზგასმული იქნება მსგავსი ტიპის კვლევებში მონაწილეობა;
** ტექნიკური წინადადება, რომელიც მოიცავს კვლევის ხედვას, შემოთავაზებულ მეთოდოლოგიასა და სამუშაო განრიგს;
** ფინანსური შეთავაზება.
|
|
|
|