|
დასახელება:
მარკეტინგის უფროსი სპეციალისტი
|
| მომწოდებელი:
იდეა დეველოპმენტი
|
|
გამოქვეყნდა: 14 იანვარი
/ ბოლო ვადა: 14 თებერვალი
|
შპს "იდეა დეველოპმენტი" აცხადებს ვაკანსიას მარკეტინგის უფროსი სპეციალისტის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილი #2, მზიური ბიზნეს ცენტრი;
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 10:00-19:00
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** მარკეტინგული სტრატეგიის დაგეგმვა და განხორციელება უძრავი ქონების პროექტებისთვის
** ბრენდინგისა და პოზიციონირების მართვა (დეველოპერული პროექტები, საცხოვრებელი/კომერციული ობიექტები)
** ციფრული მარკეტინგის კამპანიების დაგეგმვა გუნდთან ერთად და მონიტორინგი
** უძრავი ქონების ობიექტების სარეკლამო კონტენტის დაგეგმვა
** ტექსტები, ვიზუალური მასალა, ვიდეო, პრეზენტაციები
** სააგენტოებთან, დიზაინერებთან და მედია პარტნიორებთან თანამშრომლობა
** გაყიდვების გუნდთან მჭიდრო კოორდინაცია და ანალიზი (ლიდების ხარისხი, კამპანიების ეფექტიანობა)
** მარკეტინგული ბიუჯეტის დაგეგმვა და მონიტორინგი
** ბაზრისა და კონკურენტების ანალიზი (ფასები, ტენდენციები, მომხმარებლის ქცევა)
** კამპანიების შედეგების ანალიზი და ანგარიშგება (ROI, CPL, CPA და სხვა მეტრიკები)
** ახალი მარკეტინგული ინსტრუმენტების დანერგვა
** ბრენდის ცნობადობის ამაღლება და შესაბამისი აქტივობების დაგეგმვა
** მარკეტინგული გუნდის მართვა, განვითარებაზე ზრუნვა, დაკვალიანება და დავალებების ეფექტური კოორდინირება
** სტამბებთან და სხვადასხვა სარეკლამოსთან ურთიერთობა
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება მარკეტინგის, ბიზნესის, კომუნიკაციების ან მომიჯნავე სფეროში
** მინიმუმ 3-5 წლიანი გამოცდილება მარკეტინგში
** ხელმძღვანელად მუშაობის გამოცდილება
** უძრავი ქონების, დეველოპერულ ან სამშენებლო სექტორში მუშაობის გამოცდილება — (სასურველია)
პროფესიული ცოდნა და უნარები:
** ციფრული მარკეტინგის არხების სიღრმისეული ცოდნა
** ანალიტიკური აზროვნება და მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მიღება
** ბრენდ მენეჯმენტის და პროექტების მართვის უნარი
** კონტენტის დაგეგმვის გამოცდილება
** CRM სისტემებთან მუშაობის გამოცდილება — სასურველია
** სტრატეგიული და კრეატიული აზროვნება
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი
** კომუნიკაბელურობა და გუნდური მუშაობის გამოცდილება
** დროის ეფექტური მართვა და პრიორიტეტების სწორად განსაზღვრა
ენების ცოდნა:
** ქართული — სრულყოფილად
** ინგლისური — სამუშაო დონეზე (რუსული — სასურველია)
დამატებითი ბენეფიტი: დაზღვევა
თუ თვლით, რომ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სამუშაო თქვენთვის საინტერესოა და ამასთანავე აკმაყოფილებთ ზემოთ აღნიშნულ მოთხოვნებს, გთხოვთ, მოგვაწოდოთ რეზიუმე (CV) ქვემოთ მითითებულ ელფოსტაზე: Hr@bsp.com.ge
დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.
გისურვებთ წარმატებას!
|
|
|
|