Print | Close
https://jobs.ge//ge/ads/?id=694007&print=yes&view=jobs
 
გაყიდვების შემდგომ პროცესების მართვის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: გაყიდვების შემდგომ პროცესების მართვის მენეჯერი
მომწოდებელი: იდეა დეველოპმენტი
გამოქვეყნდა: 14 იანვარი / ბოლო ვადა: 14 თებერვალი
შპს "იდეა დეველოპმენტი" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების შემდგომ პროცესების მართვის მენეჯერის (After Sales Manager) პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, ზ. ანჯაფარიძის N2
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 10:00-19:00

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** გაყიდვის შემდგომი პროცესების სრული მართვა და კოორდინაცია
** კლიენტებთან მუდმივი კომუნიკაცია შეთანხმების გაფორმების შემდეგ
** ხელშეკრულებების შესრულების კონტროლი და ვადების მონიტორინგი
** საკუთრების გადაცემის პროცესის ორგანიზება (მიღება-ჩაბარება)
** დოკუმენტაციის მომზადება და სამართლებრივ/ფინანსურ გუნდებთან კოორდინაცია
** კლიენტების მოთხოვნების და პრობლემების მართვა
** ობიექტზე ვიზიტი მომხმარებელთან ერთად
** ობიექტის ტექნიკური მდგომარეობის მონიტორინგი და შესაბამის დეპარტამენტებთან თანამშრომლობა
** სერვისების ხარისხის გაუმჯობესებაზე მუშაობა
** მომხმარებელთა კმაყოფილების მონიტორინგი და უკუკავშირის შეგროვება
** შიდა სისტემებში მონაცემების განახლება
** ხელშეკრულების დადება მომხმარებელთან საჭიროებისამებრ

სავალდებულო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:

** ქართული, ინგლისური და რუსული ენების ცოდნა
** უმაღლესი განათლება
** სამუშაო გამოცდილება გაყიდვების შემდგომ მომსახურებაში (უძრავი ქონების სფეროში)
** კლიენტებთან ურთიერთობის მართვის გამოცდილება
** კომუნიკაციისა და მოლაპარაკების ძლიერი უნარები
** ორგანიზებულობა და დეტალებზე ორიენტირებულობა
** პრობლემების სწრაფად და ეფექტურად გადაჭრის უნარი
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** გუნდური მუშაობის უნარი
** დროის მართვისა და პრიორიტეტების სწორად განსაზღვრის უნარი
** საოფისე პროგრამების ცოდნა (MS Office)
** CRM სისტემებთან მუშაობის გამოცდილება (სასურველია)

დამატებითი ბენეფიტი: დაზღვევა

თუ თვლით, რომ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სამუშაო თქვენთვის საინტერესოა და ამასთანავე აკმაყოფილებთ ზემოთ აღნიშნულ მოთხოვნებს, გთხოვთ, მოგვაწოდოთ რეზიუმე (CV) ქვემოთ მითითებულ ელფოსტაზე: Hr@bsp.com.ge

დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია