|
დასახელება:
ოფისის მენეჯერი
|
| მომწოდებელი:
NewMind Georgia
|
|
გამოქვეყნდა: 14 იანვარი
/ ბოლო ვადა: 14 თებერვალი
|
"NewMind Georgia" — ნეიროფსიქიატრიული კლინიკა აცხადებს ვაკანსიას ოფისის მენეჯერის პოზიციაზე.
"NewMind Georgia" არის თანამედროვე ნეიროფსიქიატრიული კლინიკა, სადაც ნეირომეცნიერება, ფსიქიატრია და ფსიქოლოგია ერთიანდება ინდივიდუალურ და მონაცემებზე დაფუძნებულ მიდგომაში. კლინიკა ეძებს პასუხისმგებლიან, კომუნიკაბელურ და ორგანიზებულ ოფის მენეჯერს, რომელიც უზრუნველყოფს კლინიკის საოფისე და ადმინისტრაციული პროცესების ეფექტიან მართვას.
ძირითადი მოვალეობები:
** კლინიკის ყოველდღიური საოფისე საქმიანობის ორგანიზება და კოორდინაცია
** პაციენტებთან კომუნიკაცია (ზარები, ჩაწერები, ინფორმაციის მიწოდება)
** ვიზიტების გრაფიკის მართვა
** დოკუმენტაციის, მონაცემებისა და შიდა ჩანაწერების მოწესრიგება
** კლინიკის პერსონალთან ეფექტიანი კოორდინაცია
** სოციალური ქსელების (Facebook, Instagram) მართვა და კონტენტის განთავსება
** ონლაინ შეტყობინებებზე დროული პასუხის უზრუნველყოფა
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** საოფისე ან ადმინისტრაციულ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (სასურველია სამედიცინო სფეროში)
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა — სავალდებულო
** ქართული ენის სრულყოფილი ცოდნა
** სოციალური ქსელების მართვის საბაზისო გამოცდილება
** მაღალი ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობის გრძნობა
** კომუნიკაციის ძლიერი უნარები
** კომპიუტერული პროგრამების საბაზისო ცოდნა (Word, Excel, ელფოსტა)
** კონფიდენციალურობის დაცვის უნარი
ჩვენ გთავაზობთ:
** მუშაობას თანამედროვე, ინოვაციურ და სტაბილურ კლინიკაში
** პროფესიულ და მშვიდ სამუშაო გარემოს
** ზრდისა და განვითარების შესაძლებლობას
** კონკურენტულ ანაზღაურებას (გამოცდილების მიხედვით)
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოგვიგზავნოთ CV კომპანიის email ზე - newmindgeorgia@gmail.com
|
|
|
|