|
დასახელება:
ოფისის მენეჯერი
|
| მომწოდებელი:
ალტა
|
|
გამოქვეყნდა: 13 იანვარი
/ ბოლო ვადა: 12 თებერვალი
|
"ალტა" არის ლიდერი კომპანია საქართველოს ტექნოლოგიების ბაზარზე, რომელიც ოპერირებს როგორც მსოფლიო ბრენდების, ისე დისტრიბუციის, საცალო გაყიდვებისა და სერვისების რეალიზაციის მიმართულებით და წარმოადგენს უმსხვილესი მსოფლიო ბრენდების პარტნიორულ კომპანიას.
"ალტა" აცხადებს ვაკანსიას ოფისის მენეჯერის პოზიციაზე.
ადგილმდებარეობა: თბილისი, ა. ბელიაშვილის 104
სამუშაო განაკვეთი: ორშაბათი-პარასკევი 08:30-14:30სთ ან 14:00-19:30სთ
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** კომპანიის ადმინისტრაციული პროცესების ეფექტური მართვა და ყოველდღიური ოპერაციების ორგანიზება;
** შემომავალი და გამავალი კორესპონდენციის მიღება, აღრიცხვა, დამუშავება და შესაბამის ადრესატებთან გადამისამართება;
** საკანცელარიო და სამეურნეო მასალების მოთხოვნების დამუშავება, შეკვეთა და მიწოდების პროცესის კოორდინაცია;
** კომპანიის სხვადასხვა ლოკაციაზე საჭირო ინვენტარის მიწოდების დაგეგმვა და მართვა;
** შეხვედრების ოთახების ჯავშნების მართვა და საოფისე სივრცეში წესრიგის მუდმივი კონტროლი;
** სტუმრების მიღების, შემოსული ზარების პასუხისა და შესაბამის პირებთან გადამისამართების უზრუნველყოფა;
** ზედნადებების ხელმოწერის/დადასტურების უზრუნველყოფა, ბუღალტერიაში გადაგზავნა და შემოსავლების სამსახურის პორტალზე დროული ატვირთვა;
** ტრენინგების ადმინისტრაციული მხარდაჭერა და ახალი თანამშრომლებისთვის უნიფორმების მიწოდების პროცესის კოორდინაცია.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** ბაკალავრი ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი;
** მსგავს პოზიციაზე ან ადმინისტრაციული მიმართულებით მუშაობის გამოცდილება;
** MS Office ცოდნა.
პიროვნული უნარ-ჩვევები:
** დროის მართვის უნარი;
** ორგანიზებულობა;
** გამართული ვერბალური და წერითი უნარები;
** პასუხისმგებლიანობა.
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენ მიერ ვაკანსიის ფარგლებში ჩვენთვის პერსონალური მონაცემების შემცველი დოკუმენტების წარდგენით, შპს "ალტას" უფლებამოსილებას გვანიჭებთ, აღნიშნული დოკუმენტები დავამუშაოთ როგორც მოცემული, ასევე სამომავლოდ სხვა მსგავსი ვაკანსიების ფარგლებში და შევინახოთ კომპანიის ბიზნეს საქმიანობის ინტერესებიდან გამომდინარე, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობისა და კომპანიის შიდა რეგულაციების შესაბამისად, არაუმეტეს ერთი წლის ვადით.
ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს: https://hel-ai.com/apply/W72xYi6e
|
|
|
|