Print | Close
https://jobs.ge//ge/ads/?id=693906&print=yes&view=jobs
 
ციფრული მარკეტერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ციფრული მარკეტერი
მომწოდებელი: მინდორი
გამოქვეყნდა: 13 იანვარი / ბოლო ვადა: 13 თებერვალი
"Mindor" აცხადებს ვაკანსიას ციფრული მარკეტერის (Growth Focus) თანამდებობაზე.

"Mindor" არის გონება-სხეულის გაჯანსაღების სტარტაპი. ჩვენ ვეხმარებით პროფესიონალებს სტრესის მართვაში მეცნიერულად შესწავლილი ბუნებრივი ჩარევებით — უნიკალური საკვები დანამატებით, პერსონალიზებული პროგრამებითა და ცოდნით. ამ ეტაპზე გვყავს 15, 000-მდე მომხმარებელი და 100, 000-მდე გამომწერი.

გამოწვევა და ხედვა:

მალე ჩავუშვებთ პერსონალიზებულ ციფრულ პლატფორმას, რომელიც Quiz-ის მეშვეობით შეაფასებს მომხმარებლის ინდივიდუალურ საჭიროებებს და შესთავაზებს პერსონალიზებულ გიდირებულ პროგრამას. ეს სისტემა მომხმარებელს მისცემს ყოველდღიური ჯანმრთელობის ტრეკინგის შესაძლებლობას და მეცნიერებაზე დაფუძნებულ ინსტრუმენტებს ძირეული გაჯანსაღებისთვის.

ძირითადი ფუნქციები:

** მომხმარებლის კვლევა: სამიზნე აუდიტორიის საჭიროებების, პრობლემებისა და სურვილების სიღრმისეული შესწავლა.
** სტრატეგიული კოლაბორაცია: ინსაითების გაზიარება დიზაინერთან და დამფუძნებელთან — სტრატეგიის ერთობლივი დახვეწისთვის.
** Direct Response: Meta რეკლამების და Email sequence-ების წერა და ოპტიმიზაცია.
Funnel Optimization: Quiz-ის კონვერსიის მონიტორინგი და სხვადასხვა შეთავაზებების (Offers) ტესტირება.
** ექსპერიმენტები: კვირაში 3-4 ახალი ციფრული ექსპერიმენტის გაშვება Meta Ads-ში.
** ანალიტიკა: CTR-ის, კონვერსიის და სხვა მეტრიკების ანალიზი შემდგომი იტერაციისთვის.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** გამოცდილება: 1-3+ წლის გამოცდილება D2C, subscription, e-commerce ან growth როლებში.
** Copywriting: გაყიდვებზე ორიენტირებული (Direct Response) ქოფირაითინგის გამოცდილება.
** ტექნიკური უნარები: Email მარკეტინგის ინსტრუმენტების ფლობა და Meta Ads-ის მართვის გამოცდილება.
** ანალიზი: საბაზისო მონაცემების (კონვერსია, retention, CAC, LTV) ანალიზის უნარი.
** ენები: გამართული ქართული (წერა) და ინგლისური (B2 დონე).

პიროვნული თვისებები და ღირებულებები:

** პრობლემის გადაჭრა: ხარ რესურსული და სწავლაზე ორიენტირებული.
** ინიციატივა: შეგიძლია ინიციატივის აღება და კონსტრუქციული უკუკავშირის მიღება.
** გუნდურობა: ვქმნით გარემოს, სადაც დაცულია ბალანსი ავტონომიასა და კოლაბორაციას შორის.
** ადამიანებზე ზრუნვა: ჩვენი მიზანია ადამიანების კეთილდღეობაზე პირდაპირი და დადებითი გავლენის მოხდენა.

შეთავაზება:

** ანაზღაურება: 1500-2500 ლარი (გამოცდილების მიხედვით) + ბონუსი შედეგებზე.
** ფორმატი: სრულად დისტანციური.

აპლიკაცია: გამოაგზავნეთ info@mindor.ge.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია