Print | Close
https://jobs.ge//ge/ads/?id=693904&print=yes&view=jobs
 
პროფესორი, ასოცირებული პროფესორი, ასისტენტ-პროფესორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: პროფესორი, ასოცირებული პროფესორი, ასისტენტ-პროფესორი
მომწოდებელი: შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი
გამოქვეყნდა: 13 იანვარი / ბოლო ვადა: 16 თებერვალი
თანდართული ფაილი: 693904_attachments_8027220.zip
შპს "შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი" 2026 წლის 13 იანვრიდან აცხადებს ღია კონკურსს პროფესორის, ასოცირებული პროფესორის, ასისტენტ-პროფესორის, აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად შემდეგი მიმართულებით:

მენეჯმენტი (სწავლების ენა - ქართული და ინგლისური)

** პროფესორი - 2 ვაკანსია 4 წლის ვადით
** ასოცირებული პროფესორი - 3 ვაკანსია 4 წლის ვადით
** ასისტენტ-პროფესორი - 3 ვაკანსია 3 წლის ვადით

მარკეტინგი (სწავლების ენა - ქართული და ინგლისური)

** პროფესორი - 2 ვაკანსია 4 წლის ვადით
** ასოცირებული პროფესორი - 3 ვაკანსია 4 წლის ვადით
** ასისტენტ-პროფესორი - 3 ვაკანსია 3 წლის ვადით

ფინანსები (სწავლების ენა - ქართული და ინგლისური)

** პროფესორი - 2 ვაკანსია 4 წლის ვადით
** ასოცირებული პროფესორი - 2 ვაკანსია 4 წლის ვადით
** ასისტენტ-პროფესორი - 3 ვაკანსია 3 წლის ვადით

ბუღალტერია და აუდიტი (სწავლების ენა - ქართული და ინგლისური)

** ასოცირებული პროფესორი - 2 ვაკანსია 4 წლის ვადით
** ასისტენტ-პროფესორი - 3 ვაკანსია 3 წლის ვადით

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, კონკურსანტმა უნდა დააკმაყოფილოს საკონკურსო ვაკანსიაზე მოთხოვნილი შესაბამისობა, ქვემოთ მოყვანილ კრიტერიუმებთან:

პროფესორი

ა) დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი შესაბამის მიმართულებაში/დარგში;
ბ) არანაკლებ 6 წლის სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის გამოცდილება უმაღლეს
საგანმანათლებლო დაწესებულებაში;
გ) შესაბამისი სასწავლო კურსების თემატიკის მიმართულებით უკანასკნელი 5 წლის
განმავლობაში გამოქვეყნებული სამეცნიერო პუბლიკაციების ავტორობა/თანაავტორობა;
დ) აკადემიური საქმიანობის ხედვა;
ე) საგანმანათლებლო პროგრამის შესაბამისი სასწავლო კურსის/კურსების სილაბუს (ებ)ის წარმოდგენა;
ვ) სწავლების შესაბამისი ენის ცოდნა მინიმუმ B2 დონეზე. (ინგლისურენოვან პროგრამაზე).

ასოცირებული პროფესორი - აკადემიური ნიშნით

ა) დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი შესაბამის მიმართულებაში/დარგში;
ბ) არანაკლებ 3 წლის სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის გამოცდილება უმაღლეს
საგანმანათლებლო დაწესებულებაში;
გ) შესაბამისი სასწავლო კურსის/კურსების თემატიკის მიმართულებით უკანასკნელი 5 წლის განმავლობაში გამოქვეყნებული სამეცნიერო პუბლიკაცია/პუბლიკაციები;
დ) აკადემიური საქმიანობის ხედვა;
ე) საგანმანათლებლო პროგრამის შესაბამისი სასწავლო კურსის/კურსების სილაბუს (ებ)ის წარმოდგენა;
ვ) სწავლების შესაბამისი ენის ცოდნა მინიმუმ B2 დონეზე. (ინგლისურენოვან პროგრამაზე).

ასისტენტ-პროფესორი - აკადემიური ნიშნით

ა) დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი შესაბამის მიმართულებაში/დარგში;
ბ) შესაბამისი სასწავლო კურსის/კურსების თემატიკის მიმართულებით უკანასკნელი 5 წლის განმავლობაში გამოქვეყნებული სამეცნიერო პუბლიკაცია/პუბლიკაციები;
გ) აკადემიური საქმიანობის ხედვა;
დ) საგანმანათლებლო პროგრამის შესაბამისი სასწავლო კურსის/კურსების სილაბუს (ებ)ის წარმოდგენა;
ე) სწავლების შესაბამისი ენის ცოდნა მინიმუმ B2 დონეზე. (ინგლისურენოვან პროგრამაზე).

ასოცირებული პროფესორი - პროფესიული ნიშნით

ა) არანაკლებ მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი;
ბ) არანაკლებ 5 წლის მუშაობის გამოცდილება შესაბამის დარგში, რაც დაკავშირებულია სფეროში, პრაქტიკულ მოღვაწეობასთან;
გ) შესაბამისი სასწავლო კურსის/კურსების თემატიკის მიმართულებით უკანასკნელი 10 (ათი) წლის განმავლობაში გამოქვეყნებული სამეცნიერო პუბლიკაცია/პუბლიკაციები;
დ) აკადემიური საქმიანობის ხედვა;
ე) საგანმანათლებლო პროგრამის შესაბამისი სასწავლო კურსის/კურსების სილაბუს (ებ)ის წარმოდგენა;
ვ) სწავლების შესაბამისი ენის ცოდნა მინიმუმ B2 დონეზე. (ინგლისურენოვან პროგრამაზე).

ასისტენტ-პროფესორი - პროფესიული ნიშნით

ა) არანაკლებ მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი;
ბ) არანაკლებ 3 წლის მუშაობის გამოცდილება შესაბამის დარგში, რაც დაკავშირებულია სფეროში, პრაქტიკულ მოღვაწეობასთან;
გ) შესაბამისი სასწავლო კურსის/კურსების თემატიკის მიმართულებით უკანასკნელი 10 (ათი) წლის განმავლობაში გამოქვეყნებული სამეცნიერო პუბლიკაცია/პუბლიკაციები;
დ) აკადემიური საქმიანობის ხედვა;
ე) საგანმანათლებლო პროგრამის შესაბამისი სასწავლო კურსის/კურსების სილაბუს (ებ)ის წარმოდგენა;
ვ) სწავლების შესაბამისი ენის ცოდნა მინიმუმ B2 დონეზე. (ინგლისურენოვან პროგრამაზე).

კონკურსში მონაწილეობის მსურველმა უნივერსიტეტში უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტები (ბეჭდური და/ან ელექტრონული ფორმით):

1. განცხადება (იხილეთ თანდართული დოკუმენტი);
2. პირადობის/ID ბარათის ასლი (უცხო ქვეყნის მოქალაქის შემთხვევაში ნოტარიულად დამოწმებული პასპორტის თარგმანი/ბინადრობის ნებართვის ასლი (არსებობის შემთხვევაში);
3. ქართულენოვანი დიპლომის ასლი ან/და ნოტარიულად დამოწმებული უცხო ქვეყნის მიერ გაცემული დიპლომის/ შესაბამისი სერტიფიკატის თარგმანი. იმ შემთხვევაში თუ დიპლომი ჯერ არ გაცემულა, დამთავრების ცნობის წარდგენა აუცილებელია. ამასთან, უცხო ქვეყნის მიერ გაცემული დიპლომი აღიარებულ უნდა იქნეს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად და წარმოდგენილ იქნეს აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტის ნოტარიულად დამოწმებული ასლი;
4. სამეცნიერო-პედაგოგიური საქმიანობის დამადასტურებელი ცნობა;
5. CV ქართულ და ინგლისურ ენაზე;
6. დარგის შესაბამისი სამეცნიერო შრომებისა და პუბლიკაციების სია და მათი ასლები (ბოლო 5 წლის განმავლობაში);
7. სილაბუსი სწავლების ენაზე;
8. ცნობა ყოფილი/ამჟამინდელი სამსახურიდან (შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი-ის გარდა);
9. უცხო პროგრამის/სასწავლო კურსის შესატყვისი ენის ცოდნის დონის დამადასტურებელი საერთაშორისო სერტიფიკატის ასლი/შესაბამის უცხო ენაზე მიღებული უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (საჭიროების შემთხვევაში). უცხო ენაზე გაცემული დოკუმენტის შემთხვევაში ‒სანოტარო წესით დამოწმებული თარგმანი და ასლი ან შესაბამის ენაზე სალექციო კურსების ჩატარების დამადასტურებელი დოკუმენტი;
10. აკადემიური თანამდებობის პოზიციის დაკავების ვაკანსიისთვის დადგენილი კრიტერიუმების შესაბამისი სხვა დოკუმენტაცია;
11. პროფესიული ნიშნით აკადემიური პოზიციის დაკავების შემთხვევაში პროფესიული ნიშნის დამადასტურებელი დოკუმენტები;
12. არასახელმწიფო ენაზე გაცემული დოკუმენტის შემთხვევაში (გარდა სერტიფიკატებისა), სავალდებულოა სანოტარო წესით დამოწმებული ქართულენოვანი თარგმანის წარმოდგენა.

შერჩეულმა კანდიდატებმა დამატებით უნდა წარმოადგინონ:

ცნობა:

** სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლობის შესახებ;
** უფლების ჩამორთმევის შესახებ;

ანგარიშის ნომერი საქართველოს ბანკიდან;

თუ კონკრეტულ აკადემიურ თანამდებობაზე ძირითადი საკონკურსო კრიტერიუმებით შერჩეულ კონკურსანტთა რაოდენობა გადააჭარბებს საკონკურსო ვაკანსიების რაოდენობას, გამარჯვებულთა შესარჩევად უპირატესობა მიენიჭებათ მათ ვინც აფილირების შეთანხმებასს გააფორმებს უნივერისტეტთან.

დაინტერესებულმა პირმა საჭირო დოკუმენტები (ბეჭდური და/ან ელექტრონული ფორმით) უნდა წარმოადგინოს 2026 წლის 16 თებერვალს (10:00 სთ-დან 17:00 სთ-მდე) შპს - შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის იურიდიულ სამსახურში.

საკონტაქტო ტელეფონი: +99532 2595005 (131/132)
მისამართი: ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი მე-13 კმ, #2.
ელ ფოსტა: vacancy@ibsu.edu.ge.

ელექტრონული ფოსტით განაცხადის წარდგენის შემთხვევაში, გთხოვთ წერილის თემის გრაფაში მიუთითოთ შესაბამისი პოზიცია და მიმართულება.

კონკურსი ჩატარდება ორ ეტაპად:

1. წარმოდგენილი დოკუმენტაციის მიხედვით კონკურსანტთა შერჩევა (კონკურსანტების დაუსწრებლად);
2. შერჩეული კონკურსანტების საკონკურსო კომისიასთან გასაუბრება (გასაუბრების გრაფიკი/დრო გეცნობებათ პირადად);

კონკურსის ვადები:

** საკონკურსო დოკუმენტების მიღება: 2026 წლის 16 თებერვალი;
** კონკურსის პირველი ეტაპი/საბუთების გადარჩევა: 2026 წლის 17 თებერვალი;
** კონკურსის მეორე ეტაპი/გასაუბრება: 2026 წლის 18 თებერვალი;
** კონკურსის შედეგების გამოქვეყნება: 2026 წლის 19 თებერვალი;
** აპელაციების/საჩივრების მიღება: 2026 წლის 20 თებერვალი;
** აპელაციების/საჩივრების განხილვა: 2026 წლის 23 თებერვალი;
** კონკურსის საბოლოო შედეგების გამოქვეყნება: 2026 წლის 24 თებერვალი;

კონკურსის შედეგები გამოქვეყნდება იბსუს-ს ოფიციალურ ვებგვერდზე: http://www.ibsu.edu.ge/

თანდართული დოკუმენტები:

** განცხადების ფორმა
** სილაბუსები
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია