Print | Close
https://jobs.ge//ge/ads/?id=693902&print=yes&view=jobs
 
სახანძრო უსაფრთხოების სპეციალისტი - ბათუმი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სახანძრო უსაფრთხოების სპეციალისტი
მომწოდებელი: მედცენტრი
გამოქვეყნდა: 13 იანვარი / ბოლო ვადა: 12 თებერვალი
შპს მაღალტექნოლოგიური ჰოსპიტალი "მედცენტრი" აცხადებს ვაკანსიას სახანძრო უსაფრთხოების სპეციალისტის პოზიციაზე.

მისამართი: ქ. ბათუმი, პუშკინის ქ. N118

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ტექნიკური ან უსაფრთხოების მიმართულებით ;
** სახანძრო უსაფრთხოების სფეროში მუშაობის გამოცდილება;
** საქართველოს მოქმედი სახანძრო უსაფრთხოების კანონმდებლობის ცოდნა;
** პროფესიული-სახანძრო უსაფრთხოების სერტიფიკატის ფლობა — სავალდებულო;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და ორგანიზებულობა.

ფუნქცია-მოვალეობები:

** ობიექტზე სახანძრო უსაფრთხოების პოლიტიკისა და პროცედურების შემუშავება და დანერგვა;
** სახანძრო რისკების იდენტიფიცირება, ანალიზი და პრევენციული ზომების განსაზღვრა;
** სახანძრო უსაფრთხოების სისტემების (სიგნალიზაცია, შესხურების სისტემები, სახანძრო კარებები და სხვ.) შემოწმება და მონიტორინგი;
** სახანძრო ინვენტარის (ცეცხლმაქრები, სახანძრო დეტექტორები, მართვის პანელები, საგანგაშო ღილაკები, სახანძრო ტუმბოები, წყლის რეზერვუარები, სიგნალიზაცია და სხვ.) პერიოდული შემოწმება და აღრიცხვა;
** შესაბამისი კანონმდებლობის, ნორმებისა და რეგულაციების დაცვაზე კონტროლი;
** ავარიული სიტუაციების დროს კოორდინაცია და სწრაფი რეაგირება.

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე აღნიშნულ ელ. ფოსტაზე: r.avaliani@gmail.com და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

განაცხადების მიღების ბოლო ვადა 12/02/2026

გაცნობებთ, რომ კომპანია "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას.

ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ასევე შესაძლოა დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 3 წლის ვადით.
იმ შემთხვევაში თუ არ გსურთ მონაცემთა შემდგომი დამუშავება ან გსურთ არსებული მონაცემების ცვლილება/წაშლა, გთხოვთ მოგვმართოთ.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია