Робота для біженців з України
მიმტანი - ქუთაისი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მიმტანი
მომწოდებელი: რესტორანი სახლში
გამოქვეყნდა: 13 იანვარი / ბოლო ვადა: 13 თებერვალი
რესტორანი "სახლში" აცხადებს ვაკანსიას მიმტანის პოზიციაზე.

ლოკაცია - ქუთაისი
გრაფიკი - 5 სამუშაო დღე, 2 დასვენების დღე კვირაში
სამუშაო დრო - 8საათი + 1საათი შესვენება ცვლაში
მენიუს კონცეფცია - ქართული

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** სამუშაო ობიექტზე დადგენილი სტანდარტებით სისუფთავის დაცვა;
** მომსახურების წესების დაცვა დადგენილი სტანდარტების მიხედვით;
** მაგიდების ალაგება/გაწმენდა დადგენილი სტანდარტების მიხედვით;
** სტუმრების მიღება, მაგიდასთან მიცილება და მენიუს შეთავაზება;
** კერძებისა და სასმელების სწორად შეთავაზება/რეკომენდირება და შეკვეთის აღება დადგენილი სტანდარტის მიხედვით;
** საოპერაციო პროგრამასთან და სალაროსთან მუშაობა.
** სამუშაო ინვენტარის მოფრთხილება;
** სერვისის ინვენტარის დაპოლირება და დახარისხება;
** სტუმართან მუდმივი კომუნიკაცია და მის კმაყოფილებაზე ზრუნვა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** აუცილებელია აღნიშნულ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** აუცილებელია უცხო ენის ცოდნა;
** სისუფთავის, ჰიგიენის და ეთიკის ნორმების ცოდნა;

საჭირო პიროვნული უნარ-ჩვევები:

** მოწესრიგებული;
** დეტალებზე ორიენტირებული;
** პასუხისმგებლიანი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** ორგანიზებული;

ჩვენ გავაზობთ:

** მეგობრულ სამუშაო გარემოს;
** კონკურენტულ ანაზღაურებას;
** საბონუსე სისტემას;

გთხოვთ, დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე შემდეგ ელ.ფოსტაზე: hr@episodegroup.ge

თქვენს მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანიის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, აგრეთვე შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისთვის შემდგომი 2 (ორი) წლის განმავლობაში.

გისურვებთ წარმატებას და კარიერულ წინსვლას!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე