|
დასახელება:
დაცვის რეზერვი
|
| მომწოდებელი:
გრატუს აპარტჰოტელ თბილისი
|
|
გამოქვეყნდა: 13 იანვარი
/ ბოლო ვადა: 13 თებერვალი
|
თანამედროვე აპარტ-ჰოტელი "Gratus Tbilisi" აცხადებს ვაკანსიას დაცვის რეზერვის პოზიციაზე.
ადგილმდებარეობა: თბილისი, ჩუღურეთის რაიონი, წინამძღვრიშვილის ქ. 113 ა
დასაქმების ტიპი: რეზერვი
სამუშაო გრაფიკი: 24-საათიანი ცვლა
ანაზღაურება: 130 ლარი - ცვლაში (შენიშვნა: ანაზღაურება გაიცემა თვის ბოლოს)
ძირითადი მოვალეობები:
** ობიექტის უსაფრთხოების უზრუნველყოფა
** სასტუმროს ტერიტორიაზე სტუმრებისა და საშვების მოძრაობის მონიტორინგი
** სტუმრებისთვის დახმარების გაწევა ბარგის გადატანის პროცესში
** ტექნიკურ ან უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ საკითხებზე შესაბამისი პირების დროული ინფორმირება
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** დაცვის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (სასურველია)
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** კომუნიკაბელურობა და სტუმრებთან კორექტული ურთიერთობის უნარი
** გუნდურად მუშაობის უნარი
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ გამოაგზავნოთ მხოლოდ რეზიუმე (CV) შემდეგ ელ.ფოსტაზე: l.chkhaidze@gratus.ge
გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ კანდიდატები განიხილებიან მხოლოდ წარმოდგენილი რეზიუმეს საფუძველზე. დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
პერსონალური მონაცემების დაცვა:
თქვენ მიერ გამოგზავნილი პერსონალური მონაცემები დამუშავდება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად და გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული ვაკანსიის ფარგლებში. მონაცემები არ გადაეცემა მესამე პირებს თქვენი თანხმობის გარეშე.
|
|
|
|