|
დასახელება:
ექაუნთ მენეჯერი
|
| მომწოდებელი:
ოფისმარტი
|
|
გამოქვეყნდა: 13 იანვარი
/ ბოლო ვადა: 13 თებერვალი
|
"OfficeMart" - საქართველოში წამყვანი B2B Ecommerce პლატფორმაა, რომელიც ახორციელებს საკანცელარიო, სამეურნეო, სამედიცინო და სხვა მრავალი კატეგორიის იმპორტს და დისტრიბუციას.
ჩვენ უკვე 13 წელია ვემსახურებით ასობით კერძო და სახელმწიფო ორგანიზაციას სრულიად საქართველოს მასშტაბით.
ვეძებთ ექაუნთ მენეჯერს (კორპორატიულ მომხმარებლებზე ზრუნვის მენეჯერს), რომელიც ყოველდღიურად იზრუნებს არსებული მომხმარებლებზე, მათთვის საუკეთესო მომსახურებისა და გამოცდილების შექმნაზე.
თუ თქვენ ეძებთ გუნდს სადაც…
** თქვენს იდეებს რეალურად უსმენენ და აძლევენ განვითარების შესაძლებლობას,
** დისციპლინა და თავისუფლება ერთიანდება პროდუქტიულ გარემოში,
** ყოველდღე ახალ გამოწვევებს შეხვდებით და შეძლებთ საკუთარი ორგანიზატორული და ლიდერული უნარების გაძლიერებას,
** შედეგს ხედავთ არა მხოლოდ პროცესში, არამედ ათასობით მომხმარებლის ყოველდღიურობაში,
მაშინ Officemart არის ადგილი, სადაც თქვენი ენერგია და პროფესიონალიზმი მაქსიმალურად დაფასდება.
გრაფიკი-პირობები:
** ორშ-პარ (09:30-18:30) ადგილზე
** ადგილმდებარეობა: თბილისი, გურამიშვილის გამზ.
** ანაზღაურება: 1000-1500 ₾
რა დაგხვდებათ:
** კეთილგანწყობილი და ენერგიული გუნდი
** განვითარებაზე და სწავლაზე ორიენტირებული გარემო
** მყუდრო და კომფორტული სამუშაო სივრცე
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** ექაუნთ მენეჯერის, გაყიდვების ან კლიენტებთან ურთიერთობის მიმართულებით მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება
** ორგანიზებულობა და დეტალებზე ორიენტირებულობა
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** ქართული ენის სრულყოფილი ცოდნა
** ინგლისური და რუსული ენების სამუშაო დონეზე ცოდნა
** საოფისე და CRM პროგრამებში მუშაობის გამოცდილება
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** მომხმარებლების საჭიროებების ანალიზი, სათანადო სერვისის/პროდუქტისა და გადაწყვეტილებების შეთავაზება და მნიშვნელოვანი ტექნიკური მახასიათებლების შესახებ დეტალური ინფორმაციის მიწოდება;
** CRM-ში მონაცემების ასახვა და პერიოდული რეპორტინგი უშუალო ხელმძღვანელთან;
** გაყიდვების მენეჯერებისგან გადამისამართებული თასქების დროულად შესრულება;
** კლიენტებთან აქტიური კომუნიკაცია მოთხოვნის მიღებიდან შეკვეთის სრულ დასრულებამდე;
** კლიენტის მოთხოვნების კოორდინაცია შიდა გუნდთან;
** დამატებითი გაყიდვების (upsell / cross-sell) შესაძლებლობების იდენტიფიცირება;
თუ ვაკანსიის პირობები თქვენთვის საინტერესოა, გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე ელ-ფოსტაზე: n.tumanishvili@officemart.ge. სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
|
|
|
|