|
დასახელება:
საწარმოში წარმოების ცვლის უფროსი
|
| მომწოდებელი:
Georgia`s Natural
|
|
გამოქვეყნდა: 13 იანვარი
/ ბოლო ვადა: 13 თებერვალი
|
კომპანია არომაპროდუქტი/Georgia`s Natural 2006 წლიდან ახორციელებს ორგანული პროდუქტის მოყვანა/შეგროვებას, გადამუშავება/წარმოებას და რეალიზაციას. ჩვენი საექსპორტო ბაზარი, 19 ქვეყანას მოიცავს: აშშ, ევროკავშირის ქვეყნები, კანადა, ავსტრალია, იაპონია, ისრაელი, არაბთა გაერთიანებული საამიროები, საუდის არაბეთი, ჩინეთი, სამხრეთ კორეა, ტაივანი, სინგაპური, მალაიზია, ვიეტნამი, ლატვია, უკრაინა, სამხრეთ აფრიკა და ა.შ.
კომპანიის მთავარი მიზანია საერთაშორისო ორგანულ ინდუსტრიაში იყოს ერთ-ერთი წამყვანი ორგანული პრემიუმ ხარისხის პროდუქტის მწარმოებელი გლობალური ბრენდი და აამაღლოს საქართველოს, როგორც მაღალი პოტენციალის მქონე ქვეყნის ცნობადობა საერთაშორისო ბაზარზე, ორგანული მებაღეობის, ველური შეგროვების და ორგანული წარმოების კუთხით.
დეტალურ ინფორმაციას შეგიძლიათ გაეცნოთ ვებ. გვერდზე http://www.georgiasnatural.com ან Facebook გვერდზე georgias natural natural ან დაგვიკავშირდეთ ნომერზე 591 04 75 08
არომაპროდუქტი/Georgia`s Natural ეძებს გუნდის ახალ წევრს ორგანული წვენების საწარმოში წარმოების ცვლის უფროსის პოზიციაზე.
ლოკაცია: თბილისი, სანზონა
დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი
სამუშაო გრაფიკი: ცვლებით (09:00-21:00)
დასვენება: კვირაში 3 დღე
ძირითადი მოვალეობები:
** წარმოების გეგმების შესრულების ორგანიზება და ცვლის განმავლობაში კონტროლი.
** სამუშაოს სწორად განაწილება თანამშრომლებს შორის და პროცესის უწყვეტობის უზრუნველყოფა.
** ტექნოლოგიური პროცესის თითოეული ეტაპის მონიტორინგი (ხარშვა, კუპაჟი, ჩამოსხმა, პასტერიზაცია, ეტიკეტირება, შეფუთვა, პალეტიზაცია).
** ნედლეულის, მასალებისა და მზა პროდუქციის სწორად გამოყენებისა და გადაადგილების ზედამხედველობა.
** ხარისხის, ჰიგიენის და შრომის უსაფრთხოების სტანდარტების დაცვა (HACCP, GMP, ISO).
** ცვლის პერსონალის მართვა: ახალ თანამშრომელთა ინსტრუქცია, დისციპლინის კონტროლი, მოტივაცია და უკუკავშირი.
** ტექნიკურ სამსახურთან თანამშრომლობა დანადგარების გაუმართაობის დროულად აღმოსაფხვრელად.
** ცვლის ანგარიშგების მომზადება: წარმოებული ერთეულები, წუნდებულები, გაჩერებები და სხვა მაჩვენებლები.
** წარმოების პროცესების გაუმჯობესებაზე მუშაობა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება ტექნიკურ, საინჟინრო ან ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით (სასურველია).
** მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება საწარმოო სფეროში, მათ შორის 1+ წელი ზედამხედველის/მენეჯერულ პოზიციაზე.
** წარმოების პროცესების, ხარისხის კონტროლის და უსაფრთხოების სტანდარტების ცოდნა.
** გუნდური მუშაობის, ლიდერობის და კომუნიკაციის მაღალი უნარები.
** პრობლემების სწრაფად გადაწყვეტისა და ოპერატიული გადაწყვეტილებების მიღების უნარი.
** კომპიუტერული პროგრამების (MS Office,) ცოდნა.
** ინგლისური ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.
უნარები:
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.
** სტრესულ გარემოში ეფექტური მუშაობის უნარი.
** დეტალებზე ორიენტირებულობა და ორგანიზებულობა.
** კომუნიკაბელურობა და თანამშრომლობის უნარი.
ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის სანახავად და რეზიუმეს (CV) გამოსაგზავნად ეწვიეთ ბმულს https://georgiasnatural.selfrecruit.ge/048a25b2-9305-4c8b-8af1-1b47b405fb48
კომპანია "არომაპროდუქტი/Georgia`s Natural" გისურვებთ წარმატებას!
თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენ მიერ გაზიარებული პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება შპს "არომაპროდუქტის" მიერ (ს/ნ: 200002362; იურ. მის.: ქ. თბილისი, გურამიშვილის გამზ. N17მ, საფოსტო ინდექსი: 0192) საერთაშორისო სტანდარტებისა და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. თქვენი პერსონალური მონაცემები ჩვენი მხრიდან დამუშავდება მხოლოდ თქვენთან შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისთვის. თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა დარეზერვებული და განხილული იყოს სხვა ვაკანტურ პოზიციაზე. ასევე გაცნობებთ, რომ თქვენ მიერ გამოგზავნილი ინფორმაციის (CV/რეზიუმე/სააპლიკაციო ფორმა) შენახვის ვადა განისაზღვრება ერთი წლით. სააპლიკაციო ფორმის მეშვეობით მონაცემთა გაზიარების შემთხვევაში, სავალდებულოა ყველა ველის შევსება. არასრული შევსების შემთხვევაში, თქვენი განაცხადი არ განიხილება. თქვენ უფლება გაქვთ, მიიღოთ ინფორმაცია თქვენ შესახებ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე და მოითხოვოთ მათი გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა და/ან განადგურება. მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებების განხორციელებისთვის, გთხოვთ, მოგვმართეთ შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე: career@georgiasnatural.com
ინფორმაციის (CV/რეზიუმე/სააპლიკაციო ფორმა) გაზიარებით თქვენ აცხადებთ თანხმობას ზემოაღნიშნულზე.
|
|
|
|