Робота для біженців з України
ბუღალტრის დამხმარე
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ბუღალტრის დამხმარე
მომწოდებელი: გრიდ ქონსთრაქშენი
გამოქვეყნდა: 13 იანვარი / ბოლო ვადა: 13 თებერვალი
სამშენებლო კომპანია - "გრიდ ქონსთრაქშენი" აცხადებს ვაკანსიას ბუღალტრის დამხმარის პოზიციაზე.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** საბანკო გადარიცხვების (ადგილობრივი, საერთაშორისო) და ოპერაციების განხორციელება
** ხელფასების გაანგარიშება გადარიცხვა
** მიღებული ზედნადებების, მიღება-ჩაბარების აქტების შეყვანა პროგრამაში
** ბანკის ამონაწერების ყოველდღიური შეყვანა პროგრამაში
** შემოსავლების და ხარჯების სწორად კლასიფიკაცია
** დავალიანებების კონტროლი (დებიტორები / კრედიტორები)
** შედარებითი უწყისების მომზადება
** პროდუქციის შემოსვლა-გასვლის ასახვა პროგრამაში
** ნაშთების კონტროლი
** ინვენტარიზაციაში მონაწილეობა და სხვაობების დაფიქსირება
** ყოველთვიური შიდა რეპორტების მომზადება
** ბუღალტრისთვის საჭირო ამონაწერების, ბრუნვათა უწყისების გენერაცია
** საბანკო ამონაწერების შედარება პროგრამასთან.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ეკონომიკის, ფინანსების განხრით;
** ERP სისტემაში მუშაობის გამოცდილება
** ბუღალტრად მუშაობის მინიმუმ 1-2 წლიანი გამოცდილება
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (ექსელი, ვორდი, ინტერნეტ ბანკი)
** საქართველოს საგადასახადო კოდექსის და საბუღალტრო სტანდარტების საფუძვლების ცოდნა

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** ხარისხზე, სიზუსტესა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
** ანალიტიკური და კრიტიკული აზროვნება;
** პუნქტუალურობა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის უნარი;
** სამუშოს დათქმულ ვადებში შესრულების უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** განვითარებაზე ორიენტირებული;
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი.

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ელ.ფოსტის მისამართზე: gridconstructioninfo@gmail.com. წერილის სათაურში (subject) გთხოვთ მიუთითოთ პოზიციის დასახელება.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე